ცნობილმა ინგლისელმა კიპერმა, დევიდ ჯეიმსმა განაცხადა, რომ "წითელ ეშმაკებში" არ მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ლიდერობას თავის თავზე აიღებს.
"რთულ სიტუაციებში აუცილებელია მოედანზე იყოს ისეთი მოთამაშე, რომელიც თანაგუნდელებს დადებითად დამუხტავს. აღმოჩნდა, რომ დანიაში თამაშისას "მანჩესტერს" აკლდა ლიდერი ფეხბურთელი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი პრობლემა ინგლისური კლუბის წარუმატებლობისა და მხოლოდ ლუი ვან გაალის დადანაშაულება სისულელეა."-განაცხადა ინგლისელმა კიპერმა.
"მათ სჭირდებათ ისეთი ვინმე, ვინც გუნდს მოედანზე თამამად გაუძღვება, ანუ როი კინის მსგავსი ფეხბურთელი. სწორედ ასეთი ადამიანი აკლია მათ."-დაასრულა დევიდ ჯეიმსმა.