დასრულდა ევროპა ლიგის პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩები. "მანჩესტერ იუნაიტედი" "მიდტიულანდს" დაუპირისპირდა და დიდი სენსაციაც შემოგვთავაზა, ინგლისელები დანიელებთან 2-1 დამარცხდნენ. უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ტრადიციულად სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს.
მატჩის წინ დავიდ დე ხეამ ტრავმა მიიღო, ამის გამო ძირითად შემადგენლობაში სერხიო რომერო მოგვევლინა, რომელმაც გაშვებული 2 ბურთის მიუხედავად სიმბოლურ გუნდში მოხვედრა მოახერხა.