ნიკ პაუელს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მიდტიულანდის" მატჩი არ უნახავს, რადგან ხუთშაბათს ღამით ვიდეო თამაშს, Fifa-ს თამაშობდა.
პაუელი ჩემპიონშიპის ლიდერ "ჰალ სიტიში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იასპარეზებს, თავის სადებიუტო შეხვედრას კი, სავარაუდოდ, ინგლისის თასზე "არსენალის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ "იუნაიტედის" კუთვნილებად ითვლება, პაუელი არ დაინტერესებულა თავისი გუნდის გამოსვლით ევროპის ლიგაზე და სხვა გასართობი მონახა.
როცა ჰკითხეს, ჩართო თუ არა მატჩი ტელევიზორში, მან უპასუხა: "არა, სრულიად დამავიწყდა. Fifa-ს ვთამაშობდი, რომ ვაღიარო.
გაზეთები წავიკითხე, არ ვიცი, ძალიან ძნელია. ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რადგან მწვრთნელმა თქვა, რომ ეს საუკეთესო გზაა მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად.
მათ იმდენი ტრავმირებული ჰყავთ, უაზაც დააკლდათ, დავიდი კი მატჩის წინ.
გამართლების მიზეზი არ არსებობს, აუცილებლად უნდა მოეგოთ, მაგრამ ყველაფერი ასე მოხდა"
"ჰალის" მწვრთნელმა და "იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა სტივ ბრიუსმა განაცხადა: "სამწუხარო შედეგია და ახლა რთული დრო უდგათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გადალახავენ".