ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მიდტიულანდის" მატჩში "წითელი ეშმაკების" მხრიდან თავის გამოჩენა შეძლო, არგენტინელი მეკარე სერხიო რომეროა, ხოლო ყველაზე ცუდი "მოთამაშე" ლუი ვან გაალი - სწორედ ასეთ შეფასებას აძლევს დანიური გაზეთი გუშინდელ შეხვედრას.
გაზეთმა BT-მ ვან გაალს ნულოვანი შეფასება მისცა დანიის ჩემპიონებთან ევროპის ლიგაზე განცდილი სამარცხინო მარცხის გამო.
თან დართულ ტექსტში იკითხება: "დღეს, ალბათ, არ წაიკითხავთ გაზეთს, მისტერ ვან გაალ, რადგან პატარა დაანიდან წაგებულის როლში დაბრუნების გამო საბოლოოდ შერცხვით".
"იუნაიტედის" ექვსმა ფეხბურთელმა მიიღო 2-ქულიანი შეფასება დანიაში ჩატარებული მატჩის გამო, ხოლო ენტონი მარსიალმა და მაიკლ კერიკმა 7 ქულა დაიმსახურეს.
BT მარსიალის შესახებ წერს: "თითქოსდა შეეძლო ეკეთებინა ის, რაც სურდა. მაგრამ "მიდტიულანდისდა" საბედნიეროდ, მას არც ისე ბევრი რამ სურდა".
რომერომ 10 ქულა დაიმსახურა, კრის სმოლინგმა და ჯესი ლინგარდმა 4-4.