სტატისტიკურად, ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო 35 წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე საშინელი მწვრთნელია. ჰოლანდიელის მოგებული მატჩების პროცენტული მაჩვენებელი 49.4-ია, რაც უარესია დევიდ მოიესისა და როი ატკინსონის შედეგებზე. ვან გაალს ჯამში 83 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან ნახევარიც ვერ მოიგო, მიუხედავად სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული 300 მილიონი ფუნტისა.
"იუნაიტედის" მწვრთნელები 1945 წლიდან დღემდე
"მიდტიულანდთან" განცდილი მარცხი 64 წლის მწვრთნელისთვის კლუბში მეოცე გამოდგა. სერ ალექს ფერგიუსონს, ამ მხრივ, საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - შოტლანდიელმა 1500 ჩატარებული მატჩიდან 895 მოიგო (59%). "იუნაიტედი" მომდევნო მატჩს 22 თებერვალს, ინგლისის თასზე, "შრიუსბერ თაუნთან" გამართავს, სადაც სავარაუდოდ ჯერ კიდევ ვან გაალი უხელმძღვანელებს გუნდს.