მაიკლ კერიკს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" გამართლების მიზეზი არ აქვს ევროპის ლიგაზე "მიდტიულანდთან" განცდილი მარცხის გამო.
ლუი ვან გაალის გუნდი დანიაში 38-ე წუთზე მემფის დეპაის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა, მაგრამ პიონე სისტოსა და პოლ ონუაჩის გოლების შედეგად მასპინძლებმა 2-1 გაიმარჯვეს.
კერიკმა, რომელიც უეინ რუნის არყოფნაში გუნდს კაპიტნობდა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ცუდი ღამე იყო. აქ ჩამოსვლა და წაგება კარგთან მიახლოებიც კი არ არის. ერთადერთი პოზიტივი ის არის, რომ მოგების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, თუმცა ეს არანაირად არ ცვლის იმ ფაქტს, რომ დღეს ღამით საკმარისად კარგთან მიახლოებულნიც კი არ ვიყავით".
როცა ჰკითხეს, თუ რა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა დავიდ დე ხეას ტრავმას, კერიკმა უპასუხა: "ტრავმებზე ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ ამის მიუხედავადაც არ გვაქვს გასამართლებელი მიზეზი. ცუდად ვითამაშეთ, უკეთ უნდა ვთამაშობდეთ - დღეს ვერაფერი გაგვამართლებს".
კითხვაზე, ელოდნენ თუ არა ფეხბურთელები, რომ მეორე ტაიმი წარუმატებელი გამოვიდოდა, კერიკმა უპასუხა: "დიახ, ნამდვილად ველოდით. ვფიქრობდი, რომ პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, უფრო ვაკონტროლებდით, მაგრამ მეორეში იგივე არ იყო, იგივე ტემპით ან ინტენსიურობით არ გვითამაშია, ძირითადად, საკმარისად კარგი არ იყო. ნებისმიერი გასამართლებელი მიზეზის გამოყენება შეიძლება, მაგრამ საბოლოოდ ის მოხდა, რომ ცუდად ვითამაშეთ".
ინგლისელმა დანიაში ჩასულ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ საპასუხო შეხვედრაში გუნდი უკეთ ითამაშებს.
"რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერს გამოვასწორებთ. ახლა ყველა იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ როცა ემოციებს დავიოკებთ, თავის წამოწევას შევძლებთ. მომდევნო კვირაში მორიგი დღე, მორიგი მატჩია და უკეთესები უნდა ვიყოთ. არ შეიძლება ასე ითამაშო და გამარჯვებას ელოდე. მოწინააღმდეგეს პატივი უნდა ვცეთ, ასე რომ, მომდევნო კვირაში უკეთესად ვითამაშებთ და მომდევნო ეტაპზე გასვლას ვეცდებით.
გულშემატკივარს ვერ დავუკარგავ, გასაოცარნი იყვნენ. კლუბში ჩემი ყოფნის პერიოდში ყოველთვის დიდებულები იყვნენ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა არცთუ ბევრი ჰქონდათ საამაყო. დღეს ჩვენთან იყვნენ და საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ, ამიტომ მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემიძლია. იმედი მაქვს, კლუბისა და ფეხბურთელებისადმი გამოვლენილი დაუჯერებელი მხარდაჭერისთვის დავაჯილდოებთ".