თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2016, 13:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3301,
კომენტარები: 8
ფეხბურთელები გულშემატკივართა ხარჯებს აანაზღაურებენ
"წითელი ეშმაკები" გულშემატკივრებისთვის ბოდიშის მოხდას ცდილობენ.
ფეხბურთელები გულშემატკივართა ხარჯებს აანაზღაურებენ
ჭორების თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები "მიდტიულანდთან" წაგებული მატჩის შემდეგ შეხვედრაზე დასწრებული "წითელი ეშმაკების" 800 გულშემატკივარის ხარჯებს დაფარავს.

დანია რამდენიმე წელია რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქვეყნად. ბილეთის გაზრდილი ფასი კი მხოლოდ მცირე ნაწილი გამოდგა იმ ხარჯებისა, რის გაღებაც გულშემატკივარს იქ ჩასასვლელად მოუხდა.

მიუხედავად ამისა, სტუმართა სექტორი გულშემატკივრით სავსე იყო, თითოეულმა მათგანმა კი 71 ფუნტი გადაიხადა იმისათვის, რომ საყვარელი გუნდის თამაშზე ეყურებინა.

მეორე ტაიმში გულშემატკივარმა შეასრულა ჩანტი, რომელიც თარგმანს არ საჭიროებს:



მატჩის შემდეგ ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ სტუმარ გულშემატკივარს ამის სრული უფლება ჰქონდა: "თუ მეორე ტაიმს უყურებთ, შესაძლოა, მართლებიც კი იყვნენ. გულშემატკივარს აქვს ჩვენი კრიტიკის უფლება. თამაში უნდა გავაუმჯობესოთ და მერე ისევ დაგვიჭერენ მხარს".

წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 თებერვალი 2016 13:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რაც უნდა იყოს, მაინც არ არის ასეთი სიტყვები კარგი, მაგრამ პირველ პირში ამბობენ, რასაც ამბობენ და ნაკლებად დასაძრახია. ყველას გული სტკივა იმის გამო, რაც ხდება. გულშემატკივარი კი არა, კომენტატორებიც დამწუხრებულები არიან ჩვენი ასეთი მდგომარეობით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
19 თებერვალი 2016 13:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ციტატა: RojoDiablo
რაც უნდა იყოს, მაინც არ არის ასეთი სიტყვები კარგი, მაგრამ პირველ პირში ამბობენ, რასაც ამბობენ და ნაკლებად დასაძრახია. ყველას გული სტკივა იმის გამო, რაც ხდება. გულშემატკივარი კი არა, კომენტატორებიც დამწუხრებულები არიან ჩვენი ასეთი მდგომარეობით.


ყველაფერს ზუსტად ამბობენ, რაც სათქმელია. ყოველთვის ასე ვინც ღიად გამოხატავს თავის აზრს ის არარის მისაღები, სანამ არ მოედება ყველას.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
19 თებერვალი 2016 13:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: AkkRed
ყველაფერს ზუსტად ამბობენ, რაც სათქმელია. ყოველთვის ასე ვინც ღიად გამოხატავს თავის აზრს ის არარის მისაღები, სანამ არ მოედება ყველას.


მისაღები არ არის-მეთქი არ ვამბობ, უბრალოდ პროტესტის გამოხატვის ლამაზი ფორმა არ არის, როცა სხვის სტადიონზე შენს გუნდს აგინებ. ამისთვის ბევრი სხვა საშუალებაც არსებობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 თებერვალი 2016 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გინება არაა კარგი რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე მართლა ყელშია ამოსული ამათი ანტიფეხბურთი და ამ დროს ძალიან ძნელია ემოციების შეკავება.
0
№5
ავტორი: Count Alucard
19 თებერვალი 2016 15:23
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მართლა Shit ვართ უკვე... მიდტიულანდთან ჩვენი აკადემია არ უნდა აგებდეს და ამათ რა ქნეს...
0
№6
ავტორი: GeorgeBest
19 თებერვალი 2016 15:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისეთ ფეხბურთს თამაშობენ ვაბშე რო ესწრება ვინმე მადლობა უნდა თქვან, აქეთ უნდა უხადონ ფული
0
№7
ავტორი: Iunaitedi
19 თებერვალი 2016 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Me magalitad ar mikvirs.
0
№8
ავტორი: Best 7
19 თებერვალი 2016 16:27
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რა გასაკვირიაა ანდა რა უნა გააუმჯობესოს აწი ვან გაალმა უბრალოდ გუნდიდან უნდა წავიდეს თავისით თუ აქვს მაგის სინდისი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top