ლუი ვან გაალის ვერდიქტი წაგებული მატჩის შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" განსაცვიფრებელი მარცხი განიცადა "მიდტიულანდის" წინააღმდეგ. ლუი ვან გაალის შეგირდები დანიაში 2-1 დამარცხდნენ, რამაც მწვრთნელი იმედგაცრუებული დატოვა.
მატჩის შემდეგ ჰოლანდიელმა მთავარ საკითხებზე ისაუბრა...
ტრავმირებულთა სია"ვფიქრობ, მერფის კანონია, როცა 13 ტრავმირებული გყავს, მატჩის წინ კი კიდევ ერთი ემატება ტრავმირებულთა სიას. ასეთი რაოდენობის ტრავმებთან გამკლავება რთულია".
დე ხეას პრობლემა"გახურებისას მოხდა. უნდა მოვიცადოთ და ხვალინდელ სკანირებაზე ვნახავთ, შესაძლოა, უფრო მეტის თქმა შევძლოთ, მაგრამ დიდი სიურპრიზია".
საერთო მიმოხილვა"10 თუ 15 წუთის შემდეგ მატჩს ვაკონტროლებდით, გოლი გავიტანეთ, მაგრამ გავუშვით კიდეც. გოლის გაშვება ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ყველაზე ცუდი დროა. მეორე ტაიმში "მიდტიულანდი" ყველა ბურთს იგებდა, რაც სამწუხაროა, რადგან იცი, რომ მატჩში ეს გადამწყვეტია. შემდეგ მათ გაიტანეს და როცა დავინახე, როგორ მოახერხეს ეს, ვიფიქრე, რომ არააუცილებელი გოლი გავიდა. თუმცა შანსი ისევ გვაქვს.
ახლა პასუხს ვერ გაგცემთ ამაზე, რადგან ჯერ მხოლოდ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ რატომ ვერ ახერხებდნენ ჩემი ფეხბურთელები მეორე ბურთის მოგებას, ბურთის კონტროლს, არააუცილებელ შემთხვევებში ვკარგავდით ბურთს. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "მიდტიულანდი" მეორე ბურთებს იგებდა და ამის ხარჯზე მცირე რაოდენობის შანსებითაც გაიტანა. თუმცა ჩვენც უნდა გაგვეტანა, ლინგარდს ორჯერ შეეძლო გატანა, ჩემი აზრით. აქიდან გამომდინარე, ჩვენც შეგვეძლო მატჩის დასრულება.
მოთამაშეთა მიდგომა"მიდგომასთან მიმართებაში არაფერია გასაკეთებელი. თითოეულ მოთამაშეს სურს უმაღლეს დონეზე თამაში, ასე რომ, მიდგომასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს. მეორე ბურთებს ვერ ვიგებდით. ასეთია ჩემი ანალიზი".
საგულშემატკივროდ ჩასულ გულშემატკივართა იმედგაცრუება"მათთვისაც ისევე სამწუხაროა, როგორც ჩვენთვის. მოხარული ვართ გულშემატკივრებით, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ, მაგრამ უნდა მოგვეგო, ახლა კი "ოლდ ტრაფორდზე" მოგვიწევს გამარჯვება, რის შემდეგაც მომდევნო რაუნდში გავალთ. ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ, ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ".
პოლ ონუაჩუს მიერ შექმნილი სირთულეები"მან ბევრი სირთულე შეგვიქმნა და ამ პრობლემას უკეთ უნდა გავართვათ თავი, რადგან შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდზეც" ითამაშოს, ასე რომ, ეს პრობლემა საყურადღებოა. მასთან მიმართებაში უფრო მეტი პრობლემა გვქონდა, პუშიჩი კი ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდა".
წყარო:
manutd.com