"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ უეინ რუნის ტრავმის მიუხედავად ჯეიმს უილსონს გუნდში არ დააბრუნებს.
ინგლისის კაპიტანი ტრავმის გამო ორ თვეს გამოტოვებს, ვან გაალის გუნდი კი მხოლოდ ენტონი მარსიალისა და უილ კინის ამარა რჩება.
თუმცა უილსონი - რომელმაც "ბრაიტონში" გადასვლის შემდეგ ჩატარებულ 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სეზონში არ დაბრუნდება.
"არა," უპასუხა ლუიმ ჟურნალისტებს, რომელთაც ჰკითხეს, დაბრუნდებოდა თუ არა უილსონი "იუნაიტედში". "ასეთ ვითარებაში შემიძლია ჯეიმს უილსონის გამოძახება, მაგრამ ასეთ ვითარებაში უილ კინი და ენტონი მარსიალი მყავს.