"მიდტიულანდის" წარმომადგენლებმა თავის მართლება სცადეს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა წინაშე.
"წითელი ეშმაკების" ქომაგთა პროტესტი გამოიწვია მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასმა, რომელიც სამჯერ გაიზარდა "საუთჰემპტონთან" გამართულ შეხვედრასთან შედარებით.
"ჩვენი დანიის პატარა ქალაქის პატარა კლუბი ვართ, ასე რომ, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მიღებული შესაძლებლობა", - განაცხადა კლუბის დირექტორმა კლიფ კრაუნმა.
"მიდტიულანდის" კომერციული დირექტორი იაკობ იორჰენსენი კოლეგას ეთანხმება: "მესმის, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივარს ამ მატჩზე დასწრება ძვირი დაუჯდება და ბრაზდებიან, მაგრამ ასეთია რეალობა.
მომდევნო რაუნდში გასვლაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა - კლუბს, რომლის შემოსავალი ჩვენსას არც კი შეედრება. ვფიქრობ, ძალზედ სამართლიანი ფასი დავაწესეთ, რადგან თავისუფლად შეგვეძლო ყველა ბილეთი 1500-2000 კრონად (150-200 ფუნტი) გაგვეყიდა".