ედ ვუდვორდი თვლის, რომ ჩინეთი საუკეთესო ბაზარი იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, უეინ რუნი ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბს მიჰყიდოს, თუკი ზაფხულში სახელოვან ფეხბურთელს შეიძენს.
30 წლის ფეხბურთელის თაობაზე უკვე მიიღო შეთავაზება. რუნის შორეულ აღმოსავლეთში კვირაში 500 ათას ფუნტს სთავაზობენ ხელფასის სახით.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედში" რუნის რამდენიმე წარუმატებელი სეზონი ჰქონდა, იგი ჯერ კიდევ რჩება კლუბის ყველაზე სარფიან ფეხბურთელად, რასაც ინგლისის ნაკრებში და "ოლდ ტრაფორდზე" ჯამური წარმატებული კარიერა უწყობს ხელს.
რუნი სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის დამხობას აპირებს საკლუბო დონეზე და კვლავ არის "იუნაიტედის" სპონსორების ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი, მათ შორის "შევროლესიც".
"იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა 2013 წელს დევიდ გილის შეცვლის შემდეგ გარეტ ბეილის, კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარის შეძენის მცდელობისას წარუმატებლობა განიცადა, გასულ კვირას კი აღნიშნა, რომ "წითელ ეშმაკებს" შეუძლიათ სარგებელი მიიღონ ჩინური კლუბებისგან.
"ეს უდიდესი მოსამზადებელი ფანჯარა იქნება მომდევნო სეზონისთვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ზაფხული ძალიან აქტიური გამოვა, თუმცა ძალიან, ძალიან რთული იქნება იმ გამოვლენის პროგნოზირება, რომელსაც მოახდენს.
სხვა თუ არაფერი, ჩინური სუპერ ლიგის კლუბები მორიგი სასარგებლო ბაზარი იქნება, თუკი ფეხბურთელის გაყიდვას ვისურვებთ", - განაცდადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა.
არგენტინელი ფეხბურთელი ეზეკიელ ლავესი ევროპასთან დაკავშირებული ბოლო ფეხბურთელია, რომელიც მომდევნო სეზონიდან ჩინეთში იასპარეზებს. ლავესიმ "ჰებეიმ ფორჩუნთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ტრანსფერი კი კლუბს 23.5 მლნ. ფუნტი დაუჯდა.
წყარო:
M.E.N.