Daily Mirror: "არსენალი" მზად არის შეიძინოს მაიკლ კერიკი, რომელიც ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას აპირებს.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის კონტრაქტი ლუი ვან გაალის გუნდთან ივნისში იწურება და როგორც მოსალოდნელია, 34 წლის ფეხბურთელს კლუბი ახალ შეთავაზებას არ გაუკეთებს.
ჰოლანდიელი სპეციალისტი მაიკლს ხშირად ტოვებს სათადარიგოთა სკამზე, როცა ნახევარდაცვის ორი ფეხბურთელი, მორგან შნეიდერლინი და ბასტიან შვაინშტაიგერი სრულიად ჯანმრთელები არიან.
ამ სიტუაციით კი არსენ ვენგერი ისარგებლებს და "ტოტენჰემის" ყოფილ ფეხბურთელს თავის რიგებში მიიწვევს.