მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი გაბრაზდა, როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა გარეტ ბეილთან, პასუხის გასაცემად კი "იუნაიტედის" მაგალითი მოიყვანა.
კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ არასდროს ესაუბრებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" სამ ფეხბურთელს, თუმცა მათთან ერთად უდიდეს წარმატებას მიაღწია.
31 წლის ფეხბურთელს მიაჩნია, რომ მოედანს მიღმა მეგობრობა არაფერს ნიშნავს, სანამ გუნდი აღწევს ისეთ წარმატებას, როგორიც ევროთასის მოგებაა.
"ასეთი მნიშვნელოვანია გუნდში მეგობრების ყოლა? თუ გინდათ, თქვენ თქვით. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მაგრამ სქოულზთან, გიგზსთან და ფერდინანდთან არასდროს მისაუბრია", - განაცხადა პორტუგალიელმა.