ედინსონ კავანის მამამ მოუწოდა, რომ პარი სენ-ჟერმენი დატოვოს და სხვა კლუბში გადავიდეს.
ლუის კავანი ფიქრობს, რომ 29 წლის ფეხბურთელი ლორან ბლანის გუნდში უკეთესად ითამაშებს, თუკი ფრანგი სპეციალისტი მას ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე დააყენებს ნაცვლად ზლატან იბრაჰიმოვიჩისა, რომელსაც 32 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი.
"პსჟ-მ იმისთვის შეიძინა, რომ ცენტრალურ თავდამსხმელად ეთამაშა, მაგრამ ედი ვინგერად დგას. ამ პოზიციაზე ბედნიერი არ არის. გუნდს ისე ვერ ეხმარება, როგორც სურს.
სანამ ზლატანი იქ არის, ცენტრშიც იგი ითამაშებს. ნათელია, რომ ედი უფრო ეფექტური იქნება შუაში და თანაგუნდელების ჩაწოდებებს კარში გადაგზავნის. ედი გატანისთვის დაიბადა.
მირჩევნია, მადრიდის "რეალში", "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "იუვენტუსში" გადავიდეს", - განაცხადა ფეხბურთელის მამამ.