მაიკლ ოუენი აცხადებს, რომ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი არჩევანი იყო, სანამ ინგლისელს შეიძენდა.
ოუენმა სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ქვეშ 3 სეზონი გაატარა 2009 წლიდან 2012 წლამდე. თუმცა იყო შესაძლებლობა, რომ ფერგიუსონს "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი არ შეესყიდა.
"შოუს დაწყებამდე მკითხეს, თუ ვინ იყო ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და როცა ვუპასუხე, ერთ-ერთმა მკითხა: "რატომ იგი?" იმიტომ, რომ ბენზემა "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი არჩევანი იყო, სანამ მე შემიძენდნენ.
მადრიდის "რეალისთვის" თანხმობა რომ არ მიეცა, "მანჩესტერ იუნაიტედში" ვერასდროს გადავიდოდი", - განაცხადა ინგლისელმა.