დანიური "მიდტიულანდის" 18 წლის ფეხბურთელი მიკელ დუელუნი მოგვითხრობს, რომ ბავშვობიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარია და "წითელი ეშმაკების" მაისურით თამაშზე ოცნებობს.
ახალგაზრდა დანიელის შეძენას ზედიზედ მეორე სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას "ლივერპული" ცდილობს, მაგრამ დუელუნმა ყველა წინადადება უარყო.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ, რაც ადვილი გასაგებია ჩემი ოთახის კედელზე დაკიდული ბანერებითა და შარფებით. ჩემმა ბიძაშვილმა დანიის ახალგაზრდული ნაკრების რიგებში უეინ რუნის წინააღმდეგ ითამაშა და უეინს ჩემთვის მაისური სთხოვა. ასე რომ, ჩემს კედელზე მრავალი წელია კიდია რუნის მაისური და ახლა მე თვითონ ვითამაშებ მის წინააღმდეგ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში.
როგორც "იუნაიტედის" გულშემატკივარს, ამ აზრს ჭკუიდან გადავყავარ, მაგრამ, როგორც ფეხბურთელი, ამაზე არ ვფიქრობ. დეკემბერში გამართული კენჭისყრის დასრულებისთანავე დავურეკე მამას და ვუთხარი: "მამა, გახსოვს, "ოლდ ტრაფორდზე" წასვლაზე და ქომაგობაზე როგორ ვოცნებობდი? ახლა იქ ვითამაშებ".
დუელუნი "იუნაიტედის" კაპიტნის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან რუნის ტრავმა აქვს, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" მოხვედრაში გაუთვალისწინებელი შემთხვევის გარდა ვერაფერი შეუშლის ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ოცნებაა, მიკელი არ მალავს, რომ ძალიან სურს, "მანჩესტერ იუნაიტედი" საბოლოო ჯამში დამარცხებული გამოვიდეს.
"პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც საჭიროა, "იუნაიტედს" ისევე ვეთამაშებით, როგორც ეს "საუთჰემტონთან" აგვისტოში შევძელით.
ჩემი მთავარი ოცნება ცხოვრებაში - "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშია, მაგრამ აქ და ახლა ჩემ წინაშე ევროპის ლიგაზე საყვარელი კლუბის გამოსვლის შეწყვეტის საკითხი დგას მიზნად".