თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2016, 01:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2309,
კომენტარები: 6
"ინგლისური ტიტული მირჩევნია"
ვან გაალის მატჩისწინა პრესკონფერენცია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი არ ფიქრობს, რომ მის გუნდს წინ ადვილი მატჩი ელის და დანიურ გუნდთან სირთულეების წარმოქმნას ვარაუდობს.

არა ნაკლებ 13 ფეხბურთელისა ვერ დაეხმარება "წითელ ეშმაკებს" ევროპის ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში, რომელსაც "იუნაიტედი" "მიდტიულანდის" წინააღმდეგ გამართავს. სხვა ტრავმირებულებს, ბოლოს მარუან ფელაინი, უეინ რუნი და კამერონ ბორტუიკ ჯექსონიც შეემატნენ.

დანიაში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩაფრინდა გუნდთან ერთად, ლუი ვან გაალმა კი აღნიშნა, რომ დონალდ ლავსა და უილ კინს შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაში მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.

ბოსს მიაჩნია, რომ "მიდტიულანდის" მთავარი იარაღი კუთხურები და საჯარიმო დარტყმები იქნება, თუმცა მისმა გუნდმა მოწინააღმდეგის დამარცხება მიუხედავად დიდი დანაკლისისა, უნდა შეძლოს.

"მიდტიულანდი", რომელიც კარგი გუნდია, უნდა დავამარცხოთ. ჩვენთვის რთული სქემით თამაშობენ. "სანდერლენდმა" აჩვენა და "მიდტიულანდიც" იგივე სქემით: 4-1-4-1 თამაშობს.

ისინი სტანდარტულ მდგომარეობებზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ - მათი გოლების 48% სწორედ ასეთი მდგომარეობიდან გააქვთ. ამიტომ ვეცდებით, შესაბამისად მოვემზადოთ, მაგრამ რთული იქნება. იმედი გვაქვს, ამას მოვახერხებთ, მაგრამ ბევრი კუთხური და საჯარიმო დარტყმა არ უნდა დავანიშვნინოთ.

მაღალი ფეხბურთელები არ გვყავს, თუმცა ეს პირველ რიგში ვიცით. მათი სიმაღლის გამო სხვა ფეხბურთელებს ვერ ავირჩევ. 26-მოთამაშიანი გუნდი გვყავს, რომელთაგან 13 ტრავმირებულია, რამდენიმე მათგანი კი მეორე გუნდში დაშავდა. ფეხბურთელი ყოველთვის უნარის მიხედვით თუ შევარჩიო და არა - სიმაღლის, თუმცა ეს პრობლემაა.

პირობებიც არ გვაქვს იოლი. ვნახე, რომ მოედანი უფრო პატარაა, ვიდრე ჩვეულებრივ, ასე რომ, აქ "მიდტიულანდის" დამარცხება ადვილი არ იქნება, რაც ბევრმა გუნდმა გამოსცადა".


ვან გაალმა გასულ კვირაში აღნიშნა, რომ ევროპის ლიგა ინგლისის თასთან ერთად პრიორიტეტულ ტურნირთა სიაში შედის, მაგრამ ამჯერად დაადასტურა, რომ მის პირადი პრიორტიტეტი ინგლისური ტიტულისკენ უფრო იხრება, რადგანაც "აიაქსთან" ერთად უკვე აქვს უეფა-ს თასი მოგებული.

ჰოლანდიელმა აღნიშნა, რომ "იუნაიტედი" ძალიან სერიოზულად უდგება ევროპის რანგით მეორე ტურნირს, რადგანაც მისი საშუალებით პირდაპირ შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, თუმცა წინამდებარე გამოწვევას სათანადოდ აფასებს.

"უეფა-ს თასი უკვე მოგებული მაქვს და ინგლისშიც მინდა ტიტულის მოგება - ამიტომ მოვედი ამ ქვეყანაში. დიდი ხანია არ მოგვიგია ინგლისის თასი, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ევროპის ლიგის მოგება უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

თუმცა რთულია მისი მოგება, რადგან ევროპის ლიგაზე კარგი გუნდები ასპარეზობენ. ჯერ კიდევ ბევრი რაუნდია გასავლელი, მაგრამ ამ გზით შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა. ფანტასტიკური მიზანია ამ თასის მოგება, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედს" არასდროს მოუგია იგი".


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2016 01:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"მიდტიულანდი", რომელიც კარგი გუნდია, უნდა დავამარცხოთ. ჩვენთვის რთული სქემით თამაშობენ.


derpwhy derpwhy
0
№2
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2016 01:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბოლო ციტატაში ოცჯერ თქვა ერთი და იგივე წინადადება! ლაპარაკიც დაავიწყდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Iunaitedi
18 თებერვალი 2016 02:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Minimu 1 goli.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 თებერვალი 2016 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ისეთ დღეში ვართ, რომ მიდტუილანდის სქემაც კი გვაშინებს 3d_6


არააა, მე ვერ ვუყურებ ესეთ მანჩესტერს თან ევროპა ლიგაზე, გული ვერ გაუძლებს რაა.
0
№5
ავტორი: R10NEY
18 თებერვალი 2016 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
იმედია მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
18 თებერვალი 2016 16:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
სუ გამოლივერპულდა ეს ჩემისა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top