Sky Sports-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი ტრავმის გამო ორ თვეს იუქმებს. კაპიტანი განაცხადს მიღმა დარჩა "მიდტიულანდის" მატჩისთვის. ლუი ვან გაალი, სავარაუდოდ, უეინის მდგომარეობას მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურებს.
"მას მუხლთან აქვს პრობლემები, ამიტომ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ ეს რამდენად სერიოზულია. უეინი ბევრ გოლს იტანს და ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოგვიწევს მის დანაკლისს გავუმკლავდეთ." - განაცხადა ვან გაალმა.
ექვსკვირიანი უქმობა გულისხმობს, რომ კაპიტანი გამოტოვებს პრემიერ ლიგის მატჩებს "არსენალთან" და "სიტისთან", ასევე ინგლისის თასის პოტენციურ მომდევნო მეტოქესთან. ასევე, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ინგლისის ამხანაგურ მატჩებში გერმანიასთან და ჰოლანდიასთან.
"ასეთია ტიპირი უეინი. მას ტკივილები ჰქონდა, მაგრამ თამაში ბოლომდე განაგრძო მოგების სურვილით. ეს ფანტასტიკური დამოკიდებულებაა საკუთარი საქმისადმი, მაგრამ, ამავდროულად, ცუდია ჯანმრთელობისთვის" - ამბობს ვან გაალი.