მარუან ფელაინი ფიქრობს, "მანჩესტერ იუნაიტედს" ხუთშაბათს "მიდტიულანდთან" თამაში არ გაუადვილდება.
"იუნაიტედი" დანიური კლუბის წინააღმდეგ აშკარა ფავორიტად ითვლება, თუმცა ბელგიელ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ მისი გუნდი რთული მატჩისთვის უნდა მოემზადოს.
"მგლებმა" ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს და ჯგუფში, სადაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქე "ბრიუგეც" ასპარეზობდა, მხოლოდ "ნაპოლის" ჩამორჩნენ. ლუი ვან გაალის შეგირდები ხუთშაბათს MCH არენაზე 11,800 გულშემატკივრის წინაშე ითამაშებენ.
"ისინი ძალიან აგრესიულად ითამაშებენ, რადგან გამარჯვება და იმის დამტკიცება სურთ, რომ კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა ჩვენც ძლიერები ვართ და დიდებული ფეხბურთელები გვყავს.
გამარჯვება შეგვიძლია და გვინდა, თუმცა რთული მატჩი გვექნება. მოტივირებული უნდა ვიყოთ, რადგან ვიცით, ისინი იქნებიან", - განაცხადა ფელაინიმ.
ფელაინიმ აღნიშნა, რომ მატჩების განრიგი მთელი თვის განმავლობაში "წითლებს" დიდ გამოწვევას უმზადებს, თუმცა იცის, რომ ეს ყველაფერი წარმატების მიღწევის ნაწილია.
"განსაკუთრებული კვირაა, როცა ხუთშაბათს თამაშობ, შემდეგ კი კვირას ან ორშაბათს - აღდგენისთვის ცოტა დრო გრჩება. თუმცა ჩვენ მაქსიმუმის მიღწევა გვინდა ევროპის ლიგაზე, რადგან ეს არის ტურნირი, რომლის მოგებაც შეიძლება.
არ შეგეშალოთ, ხუთშაბათის მატჩს გამარჯვების სურვილით შევხვდებით, რადგან ამ ტურნირზე წარმატებით გამოსვლა გვინდა".