ყოფილი მცველი პოლ პარკერი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონს ჟოზე მოურინიოზე უკეთ ტიმ შერვუდი იხსნის.
"წითელი ეშმაკები" ახლოს არიან პრემიერ ლიგის ერთ სრულ სეზონში 60 ქულაზე ნაკლები დაგროვებასთან, რაც 1991 წლის შემდეგ კლუბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება.
ლუი ვან გაალი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო წნეხის ქვეშ იმყოფება და პრესა ფიქრობს, რომ მას ჟოზე მოურინიოს შეცვლის, თუმცა პოლ პარკერს თავისი კანდიდატი ჰყავს.
"იმის ფიქრი, რომ ვან გაალი "იუნაიტედში" კრიზისული მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს, აბსურდია. ასეთი რამ მას თავის კარიერაში არასდროს გაუკეთებია და არც ახლა მოხდება.
მან პატივისცემა დაკარგა და ვეჭვობ, ფეხბურთელებს უკვე ეზიზღებათ მასთან მუშაობის გაფიქრებაც კი.
ვაღიაროთ, ფეხბურთელები ძალიან უბედურებს ჰგვანან, მათ სეზონის დასრულებამდე ტიმ შერვუდის მიყვანა ენდომებათ: ვიღაც, ვინც ფეხბურთელებს სიბინძურეს ჩამორეცხს, აგრძნობინებს, რომ კვლავ კარგები არიან.
სამწუხაროდ, როგორც ტიმის შემთხვევაში ვნახეთ, ასეთი მწვრთნელები დიდხანს ვერ მუშაობენ და "იუნაიტედს" გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრი რაც შეიძლება მალე მოუწევს, თუ არა, გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგებიან: გახდნენ ახალი "ლივერპული".