"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულმა გუნდმა 21-წლამდელთა პრემიერ ლიგის გათამაშებაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და საშინაო არენაზე 100%-ანი შედეგი აქვს.
უორენ ჯოისის გუნდი ზედიზედ მეორე თამაშში ამარცხებს მოწინააღმდეგეს პირველი გუნდის ფეხბურთელების გარეშე და ორივე მათგანში გუნდმა 1-0 იმარჯვა (გასულ კვირას მანჩესტერულ დერბიში).
პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა, ვერც ერთი გუნდი ვერ დაიკვეხნის მოწინააღმდეგის კართან შექმნილი სახიფათო მომენტების რაოდენობით.
მეორე ნახევარი უფრო ნათელი თამაშით დაიწყო. "რედინგის" ფეხბურთელებმა ძელს გაარტყუეს ბურთი, რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდათ იქამდე, რომ საჯარიმოს გარედან დარტყმულს მიზნამდე მიეღწია. "იუნაიტედის" ფეხბურთელებს გაუმართლათ.
"ეშმაკებს" გაუმართლათ გოლის ეპიზოდშიც. საჯარიმოში რაილის მიერ დაბალი ჩაწოდების შემდეგ ბურთთან პირველი ჯეიმს უეირი აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა, რის შემდეგაც ბურთი მცველს მოხვდა ფეხზე და კარში შევარდა.
მატჩი მიმოხილვა
საბოლოო ანგარიში: "მანჩესტერ იუნაიტედი" U21 - "რედინგი" U21 1-0 (0:0)
"იუნაიტედის" მდევარმა "სანდერლენდმა" გუშინ ასევე გაიმარჯვა, "შავმა კატებმა" "მიდლსბრო" 3-2 დაამარცხეს. "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ ადგილზე იმყოფება და 2-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს, თანაც თამაში თადარიგში აქვს.