კლუბის დირექტორმა ედ ვუდვორდმა განაცხადა:"მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ნიკიმ ჩაიბარა აკადემია. პირველ რიგში ეს იმით არის კარგი, რომ მან იცის კლუბის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. აკადემიაში ყალიბდებიან ფეხბურთელებად, რომლებიც შემდეგ მთავარ გუნდში ხვდებიან. ნიკიმ, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილმა კარგად იცის ამის შესეხებ და მე მჯერა, რომ ის ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოაყალიბებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 15-მა აკადემიის ფეხბურთელმა ითამაშა მთავარ გუნდში. ჩვენ ვამაყობთ ამ მაჩვენებლით"- განაცხადა ვუდვორდმა. ნიკი ბატი:"ვიცი, რომ წინ დიდი და მძიმე სამუშაო მელოდება. ეს ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევაა და იმედია ყველაფერს უმაღლეს დონეზე შევასრულებ. ჩვენი ამოცანა და მიზანი არ შეცვლილა - უნდა აღვზარდოთ ფეხბურთელები, რომლებიც შემდეგ მთავარ გუნდში წარმატებით ითამაშებენ." წყარო:manutd.com
---
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.