ნიკი ბატი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის ახალი ხელმძღვანელი გახდა.
41 წლის ნიკი ცნობილი "კლას 92-ის" წევრია, კლუბში 1992 წლიდან 2004 წლამდე თამაშობდა და ამ ხნის განმავლობაში 387 მატჩი ჩაატარა, მოიგო პრემიერ ლიგის 6, ინგლისის თასის 3, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თითო ტიტული. ამჟამად კი მწვრთნელის ლიცენზიას ფლობს.
ედ ვუდვორდი: "მოხარული ვარ, რომ ნიკი აკადემიის ხელმძღვანელის როლს დათანხმდა. ნიკის სისხლში აქვს ამ კლუბის ტრადიცია და მემკვიდრებოდა, ამიტომაც მარტივად მოხდა მისი არჩევა აკადემიის ახლებურად განვითარების გზაზე.
"მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის დანიშნულება ყოველთვის ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდა იყო პირველი გუნდისთვის. როგორც აკადემიის თანამედროვე ეპოქის კურსდამთავრებული, ნიკი სწრაფვას, ენერგიასა და გამოცდილებას შემატებს, რათა აკადემიას წინ წაუძღვეს, შეინარჩუნოს ხასიათი, რომელიც უპირატესობას გვანიჭებს - ფეხბურთელთა სახელოვანი და შეუდარებელი რაოდენობა, ერთად განვითარება პირველი გუნდისკენ მიმავალ გზაზე. ბოლო 4 წელიწადში აკადემიის 15 ფეხბურთელმა ითამაშა პირველ გუნდში, რომელთაც საერთო ჯამში 173 მატჩი ჩაატარეს - შედეგი, რომლითაც კლუბი ძალიან ამაყობს".
ნიკი ბატი: "ამ როლის შესრულება უპირატესობაა. ადამიანისთვის, რომელმაც "იუნაიტედის" ახალგაზრდული აკადემიის საფეხურები განვლო, უდიდესი პატივია აკადემიის ხელძღვანელობა და იმ შეხედულებებისა და ფასეულობების შენარჩუნება, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" მომავალ თაობას გაუზრდის.
დიდი გამოწვევაა, მაგრამ იღბლიანი ვარ, რომ პირველი კლასის გუნდი შემხვდა. ჩვენი მიზანი იგივეა - პირველი გუნდის მომარაგება კარგად გაწვრთნილი, ჩამოყალიბებული ფეხბურთელებით, რომელთაც ესმით მსოფლიოს უდიდეს კლუბში თამაშის პასუხისმგებლობა".