მეთიუ დებიუშიმ წყენა გამოხატა არსენ ვენგერისადმი, რომელმაც ფრანგი მარჯვენა მცველის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა დაბლოკა.
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე "ბორდოში" იასპარეზებს, მის ადგილს კი "მეთოფეთა" რიგებში ჰექტორ ბელერინი იკავებს.
"ნიუკასლის" ყოფილი მცველი საფრანგეთის ჩემპიონატში მას შემდეგ გადავიდა, რაც "იუნაიტედში" მისი გადასვლა ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის მიზეზით ვერ მოხერხდა. "დიახ, სატრანსფერო ფანჯრის დასასრულს "იუნაიტედმა" მოგვმართა. ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ.
იმედგაცრუებული ვიყავი, რა თქმა უნდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა გასაოცარი იქნებოდა.
სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მწვრთნელსაც ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ კონკურენტების დახმარებას არ აპირებდა", - განაცხადა ფრანგმა.