ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,
სამმატჩიანი გაუმჯობესებული თამაშის, პოზიტიური შედეგების შემდეგ გასულ შაბათს "სანდერლენდთან" დავმარცხდით. გუნდი წინა კვირებში კარგად თამაშობდა და მტკივნეულია, როცა თანმიმდევრობა არ გყოფნის იმისთვის, რომ ცხრილში შენ წინ მდგომ გუნდებთან სხვაობა შეამცირო. სიმართლე ის არის, რომ უკეთეს პოზიციაზე დაბრუნების ერთადერთი გზა მომდევნო მატჩში შრომაა. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ახლა წუხილი უსარგებლოა; პირიქით, ჯერ კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი და ამ სეზონში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
პირველ ყოვლისა, ჩვენი მონაწილეობა ევროპის ლიგაზე. მესმის, ეს არ არის საუკეთესო შესაძლო ვითარება, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენი მიზანი ახლა ამ თასის აღმართვაა, რაც ორმაგ ჯილდოში გადაიზრდება. ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ, თუ ამისთვის მონდომებით ვიშრომებთ, სეზონის პოზიტიურად დასრულება ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნება, სწორედ ასე მოხდა სამი სეზონით ადრე. ჩვენი მომდევნო მეტოქე "მიდტიულანდია", დანიის მოქმედი ჩემპიონი, თუმცა ახლა მესამე ადგილზე მყოფი. ნაბიჯ-ნაბიჯ.
მესმის და ვიზიარებ თქვენს იმედგაცრუებას, მაგრამ კვლავ, მარცხისგან თავდაღწევის ერთადერთი გზა, ჩემი აზრით, თანადგომა, შრომა და არასდროს დანებებაა. გმადლობთ მხარდაჭერისთვის.
გეხვევით,
ხუანი.
წყარო:
manutd.com