"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ფიქრობს, რომ "იუნატედისთვის" ლიგის საგზური სამომავლო გეგმების განსახორციელებლად აუცილებელია.
"ჩემი აზრით "იუნაიტედი" აუცილებლად უნდა მოხვდეს ოთხეულში. ამ კლუბის სტატუსი ფეხბურთელებს ავალდებულეს, რომ გააკეთონ მაქსიმუმი და ითამაშონ მაღალი დონის ტურნირებზე. როდესაც მე დავტოვე ეს კლუბი, ბევრი ფიქრობდა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო და ჰოლანდიელი სპეციალისტი "იუნაიტედს" დაუბრუნებდა ძველ დიდებას, მაგრამ ამჯერად სწორედ ეს ხალხი ითხოვს ვან გაალის გაშვებას. ასეთია დღევანდელი რეალობა. გულშემატკივარი ვერ ეგუება ამ ჩავარდნას, რადგან მათი კლუბი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო" - განაცხადა მოიესმა sky sports-თან ინტერვიუში.
"მე მაინც ვფიქრობ, რომ ვან გაალი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. რაც შემეხება მე, ვიცი, თუ რა მიზეზით გამომიშვეს გუნდიდან. უბრალოდ ვერ მოვიგე თამაშები დიდი რაოდენობით , რაც აუცილებელი იყო" - დაასრულა მოიესმა. წყარო: redevils.ru