The Sun იტყობინება, რომ თებერვლის მიწურულს "მანჩესტერ იუნაიტედი" ლუი ვან გაალს დაითხოვს და ჟოზე მოურინიოს დანიშნავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
"სანდერლენდთან" განცდილი მარცხის შემდეგ "წითელი ეშმაკების" ოთხეულში მოხვედრის შანსი კიდევ უფრო შემცირდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ერთ-ერთ რეალურ საშუალებად კი ევროპის ლიგის მოგება რჩება.
მოურინიოს ძლიერ უკავშირებენ "იუნაიტედის" სახელს, თუმცა პრესის ზოგიერთი წყაროს ცნობით, კლუბში ფიქრობენ, რომ პორტუგალიელი ტრადიციებს არ შეესაბამება.
მიუხედავად ამისა, "იუნაიტედს" კომპრომისზე წასვლა მოუწევს, რადგანაც გუნდის მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, ამიტომ "არსენალთან" 28 თებერვალს გასამართი მატჩის შემდეგ ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას მიიღებს და ჰოლანდიელს პორტუგალიელით შეცვლის.