ზინედინ ზიდანი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედოს" თავკაცი გახდებოდა, მაშინ მისი პირველი სატრანსფერო სამიზნე რაფაელ ვარანე იქნებოდა.
ბევრი იწერება მოურინიოს "მანჩესტერში" მოსვლასთან დაკავშირებით და ისიც ნათელია, რომ ის დადებითადაა განწყობილი რაფაელ ვარანის მიმართ. შესაძლოა, მისი მოსვლის შემდეგ მოურინიომ სწორედ ფრანგი ფეხბურთელი შეიძინოს.
მადრიდის "რეალის" მწვრთნელი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა: "ჟოზე კარგად იცნობს რაფაელს, ვინაიდან სწორედ მან მოიყვანა "რეალში". ის კარგი ფეხბურთელია და არ ვაპირებ მის გაშვებას."