"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი, ლი შარპი ფიქრობს, თუ "წითელ ეშმაკებს" სათავეში რაიან გიგზი ჩაუდგება, მაშინ ყველაფერი გამოსწორდება.
"მე ძალიან მინდა, რომ რაიანი კლუბს სათავეში ჩაუდგეს, მაგრამ ეს საკითხი ადვილი გადასაწყვეტი არაა. წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება მის ავტორიტეტს საფრთხე დაემუქროს, მაგრამ ეს საქმე გარისკვად ღირს. თუ ის მის გვერდით წარმატებულ და გამოცდილ დამხმარეებს დაიყენებს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ეს იდეალური იქნებოდა"- განაცხადა შარპმა sky sport-თან ინტერვიუში.
"ვფიქრობ, რომ გუნდში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია მოსაყვანი, რადგან მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონს შეეძლო საშუალო დონის ფეხბურთელებით წარმატების მიღწევა"- დასრულა ლი შარპმა.