პრემიერ ლიგის 26-ე ტურის პირველი მატჩი "სინათლის სტადიონზე" შედგა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი "სანდერლენდი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ.
მასპინძლებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, თავის გამოჩენა "შავი კატების" ახალწვეულმა, ვაჰბი ხაზრმა მოახერხა. ვან გაალის გუნდმა წონასწორობის აღდგენა 39-ე წუთზე შეძლო. მატას დარტყმული მანონემ მოიგერია, რის შემდეგაც დასწრებაზე მარსიალმა ითამაშა და თავისი მე-8 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, რამაც შედეგი 82-ე წუთზე გამოიღო. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე კონემ ითამაშა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
26 ტურის შემდეგ "წითელ ეშმაკებს" მხოლოდ 41 ქულა აქვთ და მეოთხეადგილოსან თანაქალაქელებს 6 ქულით ჩამორჩებიან, რომლებმსაც თადარიგში 1 მატჩი აქვთ.
სანდერლენდი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:1
გოლები: 1:0 ხაზრი (3'), 1:1 მარსიალი (39'), 2:1 დე ხეა (82' ს.კ.) გაფრთხილებები: იედლინი, ოში, რუნი, მატა, კერიკი სტადიონი: "სინათლის სტადიონი", სანდერლენდი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 26-ე ტური მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი