"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ მატეო დარმიანმა მხარი ამოიგდო.
იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა 36-ე წუთზე "სანდერლენდის" ფეხბურთელთან შეჯახების შედეგად მორიგი ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც "სტეიუმ ოფ ლაითი" დატოვა.
"დაუჯერებელია. მხარი ამოვარდნილი აქვს, ასე რომ, რამდენიმე კვირას გამოტოვებს. მეტი მცველი აღარ გვყავს, ახალგაზრდულ გუნდშიც კი. დონალდ ლავმა დღეს მარჯვენა მცველად ითამაშა და კარგადაც გაართვა თავი", - განაცხადა ვან გაალმა.
ლავმა დარმიანის შეცვლით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა "იუნაიტედის" პირველ გუნდში.