თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2016, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3407,
კომენტარები: 9
ჩავი: "ეს ფეხბურთისთვისაც კარგია"
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ პრემიერ ლიგა მხოლოდ სარგებელს ნახავს, თუკი კლუბები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ჩავი:
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ჩავი ფიქრობს, რომ ფეხბურთი მხოლოდ სარგებელს ნახავს პრემიერ ლიგაში პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირების განახლებით.

უკვე დადასტურებულია, რომ "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი მომდევნო სეზონში "მანჩესტერ სიტის" გაწვრთნის, ხოლო მადრიდის "რეალის" ყოფილ მწვრთნელს "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობას უწინასწარმეტყველებენ.

ესპანეთში მუშაობისას პორტუგალიელი და ესპანელი მწვრთნელების გზები არაერთხელ გადაკვეთილა, პრესა კი ამტკიცებს, რომ მომდევნო სეზონში დაპირისპირება მდებარეობას შეიცვლის.

ჩავი - "კამპ ნოუზე" გვარდიოლას წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - ფიქრობს, რომ პრემიერ ლიგა და საფეხბურთო სამყარო ამ ახალ ამბავს სიამოვნებით უნდა შეხვდეს.

"რაღაც უნდა ვაღიარო: პეპი აქ, დოჰაში იყო ბუნდესლიგაში ზამთრის შესვენების დროს "ბაიერნთან" ერთად და მითხრა, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლას და "მანჩესტერ სიტის" გაწვრთნას აპირებდა.

თავის სამწვრთნელო კარიერაში ახალი გამოწვევა სჭირდებოდა, "ბაიერნში" სამი წელი გაატარა და ცვლილებები სჭირდებოდა. პრემიერ ლიგაში მუშაობაზე ყოველთვის ოცნებობდა.

ვფიქრობ, მოურინიოს გადასვლა "იუნაიტედში" ძალიან კარგი იქნება ფეხბურთისთვის. თუკი ისეთივე ჩვეული დაპირისპირება იქნება, როგორიც "ბარსასა" და "მადრიდში", სანამ ყველაფერი საფეხბურთო საზღვრებს გასცდებოდა, პრემიერ ლიგა მხოლოდ მოიგებს.

მომდევნო წელს გასაოცარი დაპირისპირება შეიძლება ვიხილოთ პეპსა და მოურინიოს შორის, თუკი დადასტურდება, რომ მოურინიო "იუნაიტედში" გადავა. სანახაობა იქნება.

დარწმუნებული ვარ, "სიტი" პეპთან ერთად წარმატებას მიაწევს. მოურინიო გამარჯვებულია, მაგრამ მას სხვა საფეხბურთო ხედვა აქვს, რომელსაც არ ერთმანეთში იზიარებენ".


ესპანელი ლუი ვან გაალის მდგომარეობასაც გამოეხმაურა: "მის გამო ძალიან ვწუხვარ. პატიოსანი ადამიანი და დიდებული მწვრთნელია.

პრესას ვერ ეწყობა, ამის პარალელურად კი შედეგები არ აქვს, ასე რომ, იღებ სიტუაციას, რომელიც ახლაა "მანჩესტერ იუაიტედში".

ზოგჯერ ლუის ენრიკეს ვესაუბრებოდი ვან გაალის ნათქვამზე ან საქციელზე, რომელიც საზიზღრობა გვეგონა, როცა ფეხბურთელები ვიყავით. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ მართალი იყო, რომ ყველა დანარჩენს აჭარბებდა".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
14 თებერვალი 2016 10:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ვან გაალი მოაშორონ და ვინც უნდათ ის დანიშნონ და ისე პრემიერ ლიგაში გუარდიოლამ არამგონია ჟოზეს მოუგოს
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 თებერვალი 2016 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოუ-გვარდიოლას დაპირისპირება საინტერესო იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ საკითხავი ის არის, რომ დაუბრუნებს კი მანჩესტერს იმ დიდებას მოურინიო რასაც ფერგის წასვლის მერე ვნატრობთ??? თუმცა ამ ეტაპზე, რომ მოურინიოს გარდა სხვა ვარიანტი არ არსებობს ეგეც ფაქტია.
0
№3
ავტორი: ლადო
14 თებერვალი 2016 11:46
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ამ ეტაპზე მოურუნიოზე ძლიერი სპეციალისტი არ მოიძებნება, ისედაც ერთადერთი მწვრთბელი რომელიც მოუს მირჩევნია პეპია, ასე რომ დიდი სურვილი მაქვს მოუ მოვიდეს, თუ უნდა ავტობუსი ჩააყენოს, რაც უნდა ის ქნას, ოღონდ შედეგი დადოს
0
№4
ავტორი: Iunaitedi
14 თებერვალი 2016 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Chemi azrit jozes da vangaals shoris is gansxvavebaa da iqneba kidec ro joze realur fexburtelebis shedzenas ecdeba. Magalitad varani. Da vangaalis xelshikide ravici levandovskio neimario beilio exla daiwera oubamiangio eseni xo ararealuria. Sheidzleba erterts gaartyas yaraulis tofivit magram amden xanshi da am satransfero fanjris dros ecada vangaals erti normaluris moyvana aravin ar mouyvania vinme iseti. Depay ro moiyvana kaneshna moiyvanda yvelam vicit ratomac. Da sxva.? Shvainhstaigeri? Esec ubralod gamovida ra. Vangaali tamashebs ver igebs verigebs erti vinme normaluri mainc moiyvanos sanam ari. Da es lingardi moashoros gundidan ra. Ara ra mainc ver vxvdebi rato gaushves nani.? Tundac vanpersi. Nani manchestershi chemtvis sauketeso vingeri iyo aris da iqneba.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
14 თებერვალი 2016 13:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვნახოთ ვნახოთ. მოუ თუ მოვა დრო იმასაც დასჭირდება რომ გუნდი გააძლიეროს და მისთვის საჭირო ხალხი მოიყვანოს
0
№6
ავტორი: dachi_mu
14 თებერვალი 2016 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
am gaparsul traks rato ar agdeben gundidan ar mesmis..es ris evropa ligis momgebia ver gavige :( raze fiqrobs es vudvordi..jobia joze egreve dainishnos ro gunds gaecnos da gaisad ukve ecodineba vin unda gaushvas da vin unda iyidis..tyuilad dro ixarjeba.. darwmunebuli var maleve gamovardeba evropa ligidanac. tu im 10 milionis dazogva midis rac vangaals ekutvnis gagdebiss shemtxvevashi..10 magden zaralls naxavs gundi tu ar gaagdeben...ukve tamashis yureba amazrzenia
0
№7
ავტორი: Salome
14 თებერვალი 2016 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
ხოდა ზუსტად იმისთვის, რომ მოუს დრო ჰქონდეს გუნდთან შესაწყობად და ასე თუ ისე რაღაცის მოსაფიქრებლად მომდევნო სეზონისთვის, ახლავე უნდა მოვიდეს, რომ ზაფხულში შესაბამისი დროც ჰქონდეს და მანამდე გუნდსაც შეეჩვიოს, თან არამგონია ამ სეზონში ვინმეს ჩემპიონობის ილუზია კიდევ ჰქონდეს და ამხელა ზეწოლით თამაშს, რასაც ვანგაალის წასვლის სრუვილი ქვია ყველა მხრიდან, ჯობია მოუ მოვიდეს და რაღაცას დავსმსგავსოთ.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
14 თებერვალი 2016 16:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რეალში როცა იყო, ბევრი უმუღამა უმუღამა და მაინც უპოვა ბოლოს გასაღები. საერთოდ, გამოსდიოდა გვარდიოლას გუნდთან თამაში, მაგრამ თავისი სტილით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
15 თებერვალი 2016 09:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მოუზე უკეთესი ვარიანტი არ ჩანს და ალბათ მალე გააოფიციალურებენ მაგის დანიშვნას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top