თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2016, 12:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3248,
კომენტარები: 6
ვან გაალი: "მემფისმა უკანასკნელად ითამაშა"
ლუი ვან გაალი ახალგაზრდა ფეხბურთელის წარმატებაში კვლავ დარწმუნებულია.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ მემფის დეპაი დადებით დასკვნებს გამოიტანს "ნორვიჩ სიტის" 21-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ ჩატარებული თვალისმომჭრელი მატჩიდან.

მემფის დეპაიმ "ჩელსისთან" შეხვედრაში თავისი 30-ე მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში გაკეთებული არაზუსტი პასის გამო კრიტიკა დაიმსახურა, რაზეც ვან გაალს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა და ფეხბურთელი სარეზერვო გუნდში გაამწესა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "იადონების" წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელთაგან 2 უილ კინს, ერთი კი ტიმოთი ფოსუ-მენსას მიაწოდა.

დეპაის დღეს 22 წელი შეუსრულდა, ვან გაალმა კი გუშინ გამართულ პრესკოფერენციაზე ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

"ნორვიჩის" წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო თამაშისგან; მეც იქ ვიყავი და ვუყურებდი.

მას ბევრი კრიტიკა შეხვდა, მაგრამ ამას უნდა გაუმკლავდეს. ამ მატჩის შემდეგ თავდაჯერებულობა უნდა მოემატოს და გულშემატკივართა რეაქცია ვნახე.

ეს ფანები ნამდვილი ფანები არიან, მეორე გუნდის თამაშს უყურეს და ძალიან ემოციურები იყვნენ. დეპაიმ სამი საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა მისი ყოველი მოქმედება ენთუზიაზმით იყო სავსე, რაც ასევე კარგია.

დეპაი ვათამაშე, მაგრამ პირველი გუნდის ბევრ ფეხბურთელს ვერ ვათამაშებ, რადგან წინ ბევრი მატჩია. ახლა "სანდერლენდს" ვეთამაშებით, შემდეგ "მიუდტიულანდს", სანამ ინგლისის თასზე "შრიუსბერი თაუნს" დავუპირისპირდებით.

ამას კი თავი უნდა გავართვა, ასე რომ, ორშაბათს უკანასკნელად ვათამაშე მემფისი მეორე გუნდში, თუმცა იანუზაიც და სხვა ფეხბურთელებიც".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 თებერვალი 2016 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
21 წლამდელებში კარგი თამაში იმას არ ნიშნავს, რომ მემფისი ფორმაშია. ძალიან მინდა, რომ ათამაშდეს ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ სამწუხაროდ ამ სეზონში ალბათ იმ მემფის ვერ ვნახავთ, რომელსაც ყველა მოველოდით. ნიჭი რომ აქვს მაგაზე დავა არც ღირს, უბრალოდ როგორც ჩანს ადაპტაცია ძალიან გაუჭირდა ( თუმცა ის რაც ჩელსისთან გააკეთა ვერანაირი მიზეზით ვერ "გააპრავებს" )
0
№2
ავტორი: RojoDiablo
13 თებერვალი 2016 12:23
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მანდ თუ ითამაშა კარგად დიდი ამბავი! პასს აკეთებდა მაშინ, როცა ბურთს უკვე კარგავდა და ხვდებოდა, რომ დარტყმას ვერ ახერხებდა. მაინც ძალიან ძუნწი ფეხბურთელია და გატანაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე კარგ თამაშზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
13 თებერვალი 2016 12:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აიქსშიც ასე არ იყო ვან გაალი, თავიდან რომ ვერ აეწყო მისი თამაში და ცუდ დღეში იყო და მერე გარდატეხა გამონახა ახალგაზრდებში და ისინი შეუშვა და მაგის მერე აეწყო მისი თამაში გუნდში. ახლაც რომ მასე ქნას ახალგაზრდები რომ შეყაროს და მაგარი თამაში ათამაშოს
0
№4
ავტორი: Count Alucard
13 თებერვალი 2016 14:15
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
კარგი იქნება სანდერლენდის წინააღმდეგ წირითადში თუ დააყენებს, თავდაჯერებულობას შესძენს ცოტა და იქნებ რამე გამოუვიდეს.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
13 თებერვალი 2016 14:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩელსისთან ისეთი იკისრა საერთოდ არაა გამოსაყვანი მამენტ, მაგრამ კიდევ ბევრჯერ ითამაშებს ამ სეზონში

ამ გადმოსახედიდან იანუზაი უფრო იმსახურებს ვიდრე ეს
0
№6
ავტორი: xvliki
13 თებერვალი 2016 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
მარტო მეფისს ნუ დავაბრალებთ ყველაპერს. იმან შეტევაში დაუშვა შეცდომა და დაცვის ცუდ თამაშს მოყვა გოლი. ასე რომ ნუ გავაზვიადებთ ყველაფერს, მარტო მემფისის ბრალი არ იყო ეგ გოლი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top