ინგლისელმა ნახევარმცველმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელზე, ენტონი მარსიალზე ისაუბრა. მისი აზრით, ფრანგი ფეხბურთელი უდიდეს პოტენციალს ფლობს და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.
"ახლა ენტონი ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის გაუმკლავდება პრობლემებს და მალევე შეძლებს გახდეს "იუნაიტედის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, არა ამ სეზონში, არამედ მთელი ისტორიის მანძილზე. ვფიქრობ, მცველებს არ სიამოვნებთ მის წინააღმდეგ თამაში, რადგან მარსიალი იმდენად მოხერხებულია, რომ მას თავისუფლად შეუძლია გასცდეს ორ-სამ მცველს"-განაცხადა მაიკლ კერიკმა manutd.com-თან ინტერვიუში.