პრემიერ ლიგის 26-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "სინათლის სტადიონი", სანდერლენდი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 26-ე ტური
თარიღი: კვირა, 13 თებერვალი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი
მატჩის დასაწყისი: 16:45, (ჩვენი დროით)
"სანდერლენდი"
ტრავმირებულები: ლენსი, მეთიუზი, ლარსონი, ქაბული, უოტმორი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯონსი
მიუწვდომელი: ჯონსონი
განაცხადი: Harper, Mannone, Pickford, Brown, Jones, Kaboul, Kirchhoff, Kone, O'Shea, Van Aanholt, Yedlin, Cattermole, Khazri, M'Vila, Rodwell, Borini, Defoe, Gooch, N'Doye, Toivonen.
"შავ კატებს" შეხვედრაში ვერ დაეხმარება ადამ ჯონსონი, რომელიც "სანდერლენდმა" არასრულწლოვნებთან სექსუალური ურთიერთობის გამო გუნდიდან მოკვეთა. ტრავმა აქვთ ჯერმეინ ლენს, სებასტიან ლარსონსა და მეთიუზს. გუნდის შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს ფორვარდი ფაბიო ბორინი. საეჭვოა მატჩში ბილი ჯონსის მონაწილეობა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, როხო, შვაინშტაიგერი, იანგი, იანუზაი, ვარელა, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Tuanzebe, Smalling, Blind, McNair, Schneiderlin, Herrera, Carrick, Fellaini, Goss, Depay, Lingard, Mata, Pereira, Martial, Rooney, Keane.
"მანჩესტერ იუნატედის" მცველმა ფილ ჯონსმა ტრავმა მოიშუშა და 21-წლამდელთა გუნდში ითამაშა, თუმცა კვლავ დაშავდა და "სინათლის სტადიონზე" თამაშს ვერ შეძლებს. იმავე შეხვედრაში დაზიანებები მიიღეს გილერმო ვარელამ და ადნან იანუზაიმაც. მატჩის განაცხადში მოხვდა უილ კინი.
"სანდერლენდი"
მე-19 ადგილი, 20 ქულაუკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-წ-ფ-წ-ფ
"სანდერლენდი" პრემიერ ლიგის ბოლო 4 მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვებას (2 ფრე, 2 წაგება) და მოიგო მხოლოდ ერთი შეხვედრა ბოლო 5 მატჩში (1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება).
"სანდერლენდი" პრემიერ ლიგაში საშინაო არენაზე ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან სამში მინიმუმ 1 ქულას იღებდა.
"შავ კატებს" ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვთ ჩემპიონატის ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებთან - 13 მატჩში არცერთი მოგება - 2 ფრე, 11 წაგება.
ამჟამად "სანდერლენდს" ყველაზე გრძელვადიანი სერია აქვს პრემიერ ლიგაში ჩატარებული "მშრალი" მატჩების გარეშე - 11 შეხვედრა.
"სანდერლედმა" პრემიერ ლიგაში თებერვალში ჩატარებული ბოლო 49 შეხვედრიდან მხოლოდ 6 მოიგო და ამ თვეში მოგროვილი ქულების რაოდენობით ყველაზე დაბალი შედეგი აქვს, უმაღლესი დივიზონის ამჟამინდელ ყველა კლუბს შორის - 0,63 ქულა მატჩში.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-5 ადგილი, 41 ქულაუკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-ფ-მ-წ-მ-ფ
"წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ 6 ქულა დააგროვეს პრემიერ ლიგის ბოლო 6 გასვლით შეხვედრაში -- 1 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 12 შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოიგო - 3 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება.
ლუი ვან გაალის გუნდმა მიმდინარე სეზონში 12 "მშრალი" შეხვედრა ჩაატარა - ეს საუკეთესო მაჩვენებელი "არსენალთან" ერთად.
"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს თებერვალში აღებული ქულების რაოდენობით - საშუალოდ 2.26 ქულა ერთ მატჩში და ამ თვეში ჩატარებულ 85 შეხვედრაში მხოლოდ 9 წააგო.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"სანდერლენდი"
წამყვანი ბომბარდირი: დეფო - 13 გოლი (10 ლიგაში)
თუ მოედანზე ჯონ ო'ში და უეს ბრაუნი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
ჯერმეინ დეფომ "სანდერლენდის" რიგებში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
2016 წელს მხოლოდ სერხიო აგუეროს აქვს გატანილი უფრო მეტი გოლი (7), ვიდრე ჯერმეინ დეფოსა (6) და უეინ რუნის (5).
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში).
უეინ რუნიმ 2016 წელს ჩატარებულ 6 მატჩში "იუნაიტედის" იმდენივე გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 3 ასისტი), რამდენშიც 2015 წელს ჩატარებულ 33 შეხვედრაში (6 გოლი, 2 ასისტი).
2016 წელს მხოლოდ სერხიო აგუეროს აქვს გატანილი უფრო მეტი გოლი (7), ვიდრე ჯერმეინ დეფოსა (6) და უეინ რუნის (5).
თუ მოედანზე მარუან ფელაინი გავა, თავის მე-200 შეხვედრას ჩაატარებს და მხოლოდ მეორე ბელგიელი იქნება ვინსენ კომპანის შემდეგ, რომელიც პრემიერ ლიგაში ასეთ შედეგს მიაღწევს.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 142-ჯერ შეხვდნენ. "სანდერლენდმა" 41 მატჩი მოიგო, "იუნაიტედმა" 64, ხოლო 37 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"სანდერლენდი" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 12 შეხვედრიდან რვასი ვერ ახერხებდა გოლის გატანას და მხოლოდ თითო გოლი გაჰქონდა დარჩენილ 4 შეხვედრაში.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში "სანდერლენდის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 29 მატჩში 21 მოიგო და მხოლოდ 2 წააგო.
"სანდერლენდს" არასდროს დაუმარცხებია "იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე პრემიერ ლიგაში - 4 ფრე, 9 წაგება.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
გოლების საერთო რაოდენობა
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "იუნაიტედი" - 58 მოგება, "სანდერლენდი" - 38 მოგება, ფრე - 29.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 21 მოგება, "სანდერლენდი" - 2 მოგება, ფრე - 15.
"სანდერლენდის" სტადიონი
ლიგა: "სანდერლენდი" - 26 მოგება.
"იუნაიტედი" - 21 მოგება, ფრე - 15.
პრემიერ-ლიგა: "სანდერლენდი" - 9 მოგება.
"იუნაიტედი" - 1 მოგება, ფრე - 4
წინა ანალოგიური შეხვედრა
"სანდერლენდი" 1-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"
შაბათი, 24 აგვისტო, 2014 წელი
სწრებადობა: 43, 217
მსაჯი: მაიკ ჯონსი
გოლი "სანდერლენდის" რიგებში: როდველი 30'
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: "მატა 17'
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა ანდრე მარინერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩში იმსაჯა, 74 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: ჯეკ კოლინი, საიმონ ბეკი
სათადარიგო არბიტრი: ლი მეისონი