"ბარსელონას" ყოფილი მცველი, კარლეს პუიოლი, რომელიც ახლა აგენტის საქმიანობას ეწევა, ბრიტანულ გაზეთებს გამოცანას სთავაზობს - მისი კლიენტებიდან რომლის ხილვა შეიძლება მანჩესტერში მომდევნო ზაფხულს.
გასული წლის შემოდგომაზე პუიოლმა თავისი სააგენტო გახსნა თავის ყოფილ თანაგუნდელ ივან დე ლა პენიასთან ერთად. 11 თებერვალს Instagram-ზე ესპანელმა მათი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დაურთო კომენტარი: "ვსვამ ყავას მანჩესტერის კაფეში ჩემს პარტნიორ ივანთან ერთად".
ბრიტანულმა პრესამ უკვე დაარხია ჭორები იმის შესახებ, თუ რა სახის მოლაპარაკებებს უნდა აწარმოებდნენ ახალი აგენტები.
Metro ამტკიცებს, რომ პუიოლი "მანჩესტერ იუნაიტედთან" თავისი კლიენტის, ბილბაოს "ატლეტიკის" მცველ ემერიკ ლაპორტის შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს, ხოლო The Daily Express დარწმუნებულია, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო სეზონში მარკ ბარტრას ვიხილავთ, რომელიც ასევე პიოლისა და დე ლა პენიას კლიენტია.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.