თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2016, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2649,
კომენტარები: 5
"იუნაიტედის" აკადემიის განახლება დასრულდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის მორიგი ნაბიჯი გადადგა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა კლუბის აკადემიის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის პირობა დადო და განაცხადა, რომ კლუბი შესაბამის განცხადებას უახლოეს დროში გააკეთებს.

დაახლოებით ერთი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრაიან მაკკლერმა აკადემიის დირექტორის თანამდებობიდან გადადგომისა და შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციაში გადასვლის შესახებ განაცხადა, "იუნაიტედმა" კი მისი შემცვლელი ვერ იპოვა. თუმცა ვუდვორდის თქმით, ახალი სტრუქტურის ფორმირება დასრულებულია.

"აკადემია ჩვენი კლუბის გულია. ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა - ეს ჩვენი კლუბის ფილოსოფიის, ჩვენი დნმ-ის ნაწილია. გასულ წელს ბრაიან მაკკლერს დავემშვიდობეთ და ამით სარგებლობა გადავწყვიტეთ, რათა აკადემიის რესტრუქტურიზაცია მოგვეხდინა. ახლა ეს პროცესი დასრულდა და ძალიან მალე მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. უახლოეს დღეებში აუცილებელ განცხადებას გავაკეთებთ.

ჩვენი წამყვანი პოზიციები ამ მხრივ ჯერ კიდევ მყარია. ჩვენ შეუდარებელი მაჩვენებლები გვაქვს ახალგაზრდების განვითარების მხრივ და ჯერჯერობით ვერცერთი კლუბი, მით უმეტეს ინგლისური, ვერ შეგვედრება. ჩვენი ლიფტი, რომელიც აღზრდილებს პირველ გუნდამდე მიმავალ ყოველ საფეხურზე ატარებს, სერიოზულად აჭარბებს სისტემას, რომელიც რამდენიმე ჩვენს კონკურენტს აქვს",
- განაცხადა ვუდვორდმა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
13 თებერვალი 2016 11:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამასობაში, 18-წლამდელების მწვრთნელმაც დატოვა გუნდი და მგონი სრული განახლება მიმდინარეობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 თებერვალი 2016 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
განახლება ნამდვილად კარგია და მჯერა, რომ ჩვენი აკადემია კედევ ბევრ ვარსკვლავს აღზრდის winked
0
№3
ავტორი: GeorgeBest
13 თებერვალი 2016 13:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
18-წლამდელებში ეღთი ორი თუ გამოირჩევა, რეზერვები უფრო მაგრად არიან, ზოგი გიგზის ტოლია და მაინც მანდაა, თუმცა არის კარგი სასტავი
0
№4
ავტორი: Count Alucard
13 თებერვალი 2016 14:07
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ძალიან დიდი ხანია უკვე რაც აკადემიას ვარსკვლავი აღარ აღუზრდია... არცერთმა ბოლომდე არ გაამართლა, ვინც კი აკადემიიდან ძირითად გუნდში გადმოვიდა.
0
№5
ავტორი: SAF
13 თებერვალი 2016 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
კაი რა რა აკადემია სქოულზის და გიგზის მერე ვინ გავზარდეთ 20 წელი გავიდა მაგის მერე ეხლა არავინ დამიწეროს მაკედა ქლევერლი და ველბეკიო თორემ მაგრად დავცინებ fuckthatbitch ეგ სამი კაცია რომელიც ასეთუისე მახსენდება და მინდა რომ ეგ აკადემია საერთოდ გაუქმდეს fuckthatbitch ჰო ევანსი კიდე მარგალიტი fuckthatbitch

აკადემია ვიცი მე აიაქსის პორტო ბენფიკა და ეგეთი გუნდები მანიუს ნაირი გუნდები უნდა ყიდულობდნენ ძლიერ ვარსკვლავებს ეს გამოარჩევს დღევანდელ ფეხბურთშI გრანდს ჩვეულებრივი გუნდისგან წავიდა ბაბუს დრო ქლევერლით ეპლს რომ იგებდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top