"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულმა გუნდმა თანატოლი "მანჩესტერ სიტის" გუნდი დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
"ნორვიჩთან" გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, რომელშიც პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას, მანჩესტერულ დერბიში უორენ ჯოისმა მხოლოდ ის ფეხბურთელები გამოიყვანა, რომლებიც აკადემიის კლუბში თამაშობდნენ, გარდა უილ კინისა.
უილმა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში იჯარით განათხოვრებიდან დაბრუნების შემდეგ 10 გოლი გაიტანა, "სიტის" წინააღმდეგ თავის გამოჩენა ვერ შეძლო, თუმცა საგოლე გადაცემა გააკეთა. მიზანდასახული კომბინაცია, რომელსაც გოლი მოჰყვა, ფოსუ-მენსას მიერ კინისთვის გაკეთებული გადაცემით დაიწყო, უილი მოწინააღმდეგის კარისკენ დაიძრა, პაუზა აიღო და პასი გაუკეთა ჩამორბენილ ჯო როტუელს, რომელმაც ზუსტად დაარტყა ახლო დაბალ კუთხეში. მე-17 წუთზე "იუნაიტედი" 1-0 დაწინაურდა.
ჯოისი თავისი გუნდით კმაყოფილი უნდა იყოს, რადგანაც დარჩენილ დროში მოწინააღმდეგე გუნდს შეტევაში მცირედი რამ გამოსდიოდა. "იუნაიტედის" ფეხბურთელებმაც ვერ შეძლეს ანგარიშის გაზრდა.
უსიამოვნო მომენტი მოხდა 69-ე წუთზე, როცა ჯოშ ჰაროპმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა, იგი "სიტის" აკადემიის ყოფილმა ფეხბურთელმა, სადიქ ელ-ფიტურიმ შეცვალა.
"სიტის" დამარცხების შემდეგ "იუნაიტედმა" საშინაო არენაზე წაუგებელი სერია რვა მატჩამდე გაზარდა. როტუელის გოლი
დერბიში გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველად გადადის ტურნირის ცხრილის პირველ ადგილზე, ამასთან ერთად, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ვიდრე უახლოეს მდევარს.