უილ კინი "ნორვიჩ სიტის" 21-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში ჩატარებული შესანიშნავი მატჩის გამო ვან გაალმა პირველ გუნდში ადგილით დააჯილდოვა.
თავდამსხმელმა ორშაბათს 5 გოლი გაიტანა მატჩში, რომელსაც ლუი ვან გაალი ესწრებოდა, უორენ ჯოისის გუნდმა კი 7-0 მოიგო, რასაც გუშინ მანჩესტერულ დერბიში 1-0 გამარჯვება მოჰყვა.
როცა ვან გაალს ჰკითხეს, 23 წლის ფორვარდი მოხვდებოდა თუ არა პირველ გუნდში, ჰოლანდიელმა უპასუხა: "დიახ, სწორედ ამის გამო დავაბრუნეთ. ყოველთვის ვარჯიშობს ჩვენთან, პირველ გუნდთან ერთად და ბევრ გოლსაც იტანს. ხვალინდელ გუნდშიც მოხვდება და იმედი მაქვს, გოლების გატანას გააგრძელებს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავდამსხმელისთვის".
კინი ინგლისის თასზე "შეფილდთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, მაგრამ 2011 წელს ახალი წლის წინა ღამეს "ბლექბერნთან" წაგებულ შეხვედრაში შეცვლაზე შესვლის შემდეგ არ უთამაშია.