"მანჩესტერ იუნაიტედს" "სანდერლენდთან" მატჩში ვერ დაეხმარება სამი ფეხბურთელი, რომლებმაც 21-წლამდელთა გუნდში ითამაშეს.
ფილ ჯონსმა, გილერმო ვარელამ და ადნან იანუზაიმ "ნორვიჩ სიტისთან" "ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებულ 7-0 გამარჯვებაში მიიღეს დაზიანებები. ბასტიან შვაინშტაიგერი კვლავ ტრავმირებულია, ხოლო მარკოს როხოსა და ანტონიო ვალენსიას შესახებ კარგი ამბები ვრცელდება.
"ყველაფერი არცთუ ისე კარგადაა, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი ვათამაშე მეორე გუნდში და რამდენიმე დაშავდა. ძალიან მძიმე ტრავმები არ მიუღიათ, თუმცა გამოჯანმრთელებისთვის დრო უნდა მივცე.
სამწუხაროა, რადგან ჯონსი ძალიან კარგი ცენტრალური მცველია და ძალიან გვაკლია, ისევე როგორც, მარკოს როხო უკვე დიდი ხანია.
ვერ ვიტყვი, რომ ბასტიანი უახლოეს ორ კვირაში დაბრუნდება, რადგან მეტ-ნაკლები არდადეგები დავუნიშნე, რადგანაც გარემოს გამოცვლა სჭირდება. ფეხბურთელებისთვის ეს კარგია. ასევე ვიქცევი ანტონი ვალენსიას, მარკოს როხოს და ლუკ შოუს შემთხვევაში მაგალითად, როცა ჩვეულებრივზე დიდხანს ხარ ტრავმირებული.
გვირაბის ბოლოს სინათლე როხოსა და ვალენსიასთვის უფრო ჩანს. ბრუნდებიან და იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე".