ლუი ვან გაალმა რაიან გიგზი შეაქო და განაცხადა, რომ მოხიბლულია მისი ასისტენტის სამწვრთნელო უნარითა და თამაშის წაკითვის შესაძლებლობით.
უელსელს "ოლდ ტრაფორდზე" ვან გაალის შემცვლელის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავენ. თუმცა, პრესის თანახმად, "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჟოზე მოურინიო დაიკავებს.
ჰოლანდიელ მწვრთნელს კი მიაჩნია, რომ მის ასისტენტს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ სამწვრთნელო საქმიანობაში წარმატებას მიაღწიოს "ოლდ ტრაფორდზე" ან სხვაგან.
"თუ სად დაიწყებს კარიერას რაიანის საქმეა და არა - ჩემი. ამიერიდან ვეღარ ვიტყვი, რომ იგი უნდა იყოს ჩემი მემკვიდრე, რადგან ჩემს უფლებებს არ მინდა, გავცდე. ამ განაცხადებას უკვე აღარ ვაკეთებ. აქ ყოფნის პირველ წელს კარგი იყო ამის თქმა.
მოხიბლული ვარ მისი თავდაუზოგავი შრომისუნარიანობით, რადგან ყოფილი ფეხბურთელები ყოველთვის არ არიან შრომისუნარიანი მწვრთნელები. იგი ძალიან ბევრს შრომობს, რაც შთამბეჭდავია.
გიგზი ჩემთვის მოწინააღმდეგის ანალიზს აკეთებს და ძალიან კარგად ხსნის. მისი სამწვრთნელო უნარი, თამაშის წაკითხვის შესაძლებლობა დიდებულია და ჩემს ფეხბურთელებს სწორ რამეს ეუბნება. მისით ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა ვან გაალმა.
გიგზს ახლო ურთიერთობა აქვს პოლ სქოულზთან, რომელიც "იუნაიტედის" ერთ-ერთი უდიდესი კრიტიკოსია მიმდინარე სეზონში, თუმცა ვან გაალს ამ საკითხზე არასდროს უსაბრია თავის ასისტენტთან.
"არა, არა მგონია, ჩემი საქმე იყოს სქოულზთან მის მეგობრობაში ჩარევა. მთელი ჩემი კარიერა ჩემი სამართავია, ასე რომ, სწორი და სამართლიანი არ იქნებოდა, თუკი გიგზს რამის თქმას ვთხოვდი.
იფიქროს სქოულზმა ის, რასაც ფიქრობს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აზრის გამოთქმა. ეს არ მაღელვებს, ვფიქრობ, კარგია".