იუტო ნაგატომომ განაცხადა, რომ მილანის "ინტერში" დარჩენის გამო "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზება არ მიიღო.
იაპონიის ნაკრების 29 წლის მოთამაშემ მილანურ კლუბთან 2011 წელს გააფორმა კონტრაქტი და იტალიის დატოვება არ სურს, ხოლო თუ საშუალება მიეცემა, კარიერას რობერტო მანჩინის გუნდში დაასრულებს.
"მინდა, აქ დავრჩე - "მანჩესტერ იუნაიტედსაც" კი ვუთხარი უარი იმისთვის, რომ იტალიაში დავრჩენილიყავი.
"ინტერში" ბედნიერი ვარ, ხუთი წელია აქ ვარ და მომწონს აქაური ატმოსფერო, ჩემი თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი.
დიდებული სეზონი მაქვს. "ინტერში" ყოფნისთვის ამაზე უკეთესი დრო არ არსებობს.
იტალია მართლა მომწონს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში და შემიძლია, კარიერის დასრულებამდე დავრჩე", - განაცხადა მცველმა.