"სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი ფიქრობს, რომ ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის მომავალთან დაკავშირებით ნათელი პასუხი უნდა მიიღოს.
ვან გაალის პოზიცია "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე კვირაში სპეკულაციის საგანი გახდა, რამეთუ პრესა იტყობინება, რომ ჟოზე მოურინიო მას მომდევნო სეზონის დასაწყისში ჩაანაცვლებს.
ელერდაისი "სანდერლენდში" მუშაობამდე "ვესტ ჰემს" წვრთნიდა, საიდანაც პრაგმატული სათამაშო სტილის გამო დაითხოვეს. 61 წლის სპეციალისტი კი "აპტონ პარკზე" სლავენ ბილიჩმა შეცვალა.
"ბოლტონის", "ნიუკასლისა" და "ბლექბერნის" ყოფილი მწვრთნელი ვან გაალის გუნდთან დაპირისპირებამდე ჰოლანდიელი მწვრთნელის მდგომარეობას გამოეხმაურა.
"ეჭვგარეშეა... ის, რაც შენ უნდა იცოდე. უნდა იცოდე, არის თუ არა ეს სიმართლე. მფლობელებისგან ყოველთვის ვერ გაიგებ, არის თუ არა სიმართლე... მაგრამ მან უნდა გაარკვიოს, რათა იცოდეს, ერთი მიმართულებით განვითარდება საქმე, თუ მეორეთი.
სირცხვილია, რომ საფეხბურთო კლუბზე კვლავ ასე ლაპარაკობენ, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" კალიბრის საფეხბურთო კლუბზე როცა მიდის საუბარი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს კოპირების მექანიზმს ამის გაკეთებისას.
ვან გაალმა აჩვენა, რომ კოპირების მექანიზმი ბევრ კლუბში ჰქონდა. იგივეს გააკეთებს ახლაც".