ლუი ვან გაალს სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა აუცილებლად აცნობებდა, თუკი ჟოზე მოურინიოსთან მოლაპარაკებებს გამართვდა.
რამდენიმე სხვადასხვა საგაზეთო გამოცემა მიმდინარე კვირაში იტყობინებოდა, რომ "იუნაიტედს" ზაფხულში აუცილებლად ჩაიბარებს ჟოზე მოურინიო.
ვან გაალს არაერთი კრიტიკისო ჰყავს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნისა და პრემიერ ლიგის ლიდერ "ლესტერ სიტისთან" 12 ქულით ჩამორჩენის შემდეგ, თუმცა ჰოლანდიელს მიაჩნია, რომ "იუნაიტედს" მისი შემცვლელი არ მოუძებნია.
"არ მითქვამს, რომ ვისაუბრეთ, მაგრამ მოურინიო ჩემი მეგობარია და თქვენც სალაპარაკო იპოვეთ.
თუმცა მე არ ვიცი, "მანჩესტერ იუნაიტედი" ესაუბრა თუ არა მოურინიოს.
მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ველაპარაკე ედ ვუდვორდს და ვერც კი წარმოვიდგენ, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვდა.
ვფიქრობ, სხვა მწვრთნელთან მოლაპარაკება რომ ეწარმოებინათ, აუცილებლად მეტყოდნენ, რადგან ჩვენ ასეთი ურთიერთობა გვაქვს. თუმცა იმასაც ვფიქრობ, თუკი შეცვლა სურთ, უნდა მოემზადონ. ეს პროფესიონალური მიდგომაა, ჩემი აზრით", - განაცხადა ვან გაალმა.