"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე ფინანსური წლის მეორე კვარტალში გასაოცარი შედეგები გამოაქვეყნა და პირდაპირი კურსით მიიწევს იქითკენ, რომ პირველი ინგლისური კლუბი გახდეს, რომელიც 12 თვეში 500 მილიონ ფუნტზე მეტს გამოიმუშავებს.
1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე "წითელმა ეშმაკებმა" 133.8 მლნ. ფუნტი გამოიმუშავეს - 26.6%-ით მეტი, ვიდრე გასული ფინანსური წლის ანალოგიურ პერიოდში. ამასთან ერთად, სამ თქვეში სუფთა მოგებამ 18.6 მლნ. ფუნტი შეადგინა.
ასეთი ციფრებისთვის მიღწევა "იუნაიტედმა" კომერციული საქმიანობისგან (42.5%), სატელევიზიო ტრანსლიაციისა (31.3%) და სპონსორებისგან (1.6 მლნ. ფუნტიდან 37.4 მლნ. ფუნტამდე) მიღებული შემოსავლის ხარჯზე შეძლო.
როგორც The Guardian-ი იტყობინება, სრული ფინანსური წლის ჯამური შემოსავალი 500-510 მლნ. ფუნტს უნდა შეადგენდეს, რაც მანამდე პრემიერ ლიგის არცერთ კლუბს არ მოუხერხებია.
"მოედანს მიღმა მიღწეული ჩვენი წარმატებები ჩვენი პრიორიტეტული მიზნისკენ - საფეხბურთო მოედანზე წარმატების მიღწევისკენ სწრაფვაში დაგვეხმარება", - განაცხადა "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა.