თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2016, 00:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3831,
კომენტარები: 11
300 მილიონი ტრანსფერებისთვის და ორი სამიზნე
ჟოზე მოურინიო დიდძალ თანხას მიიღებს.
300 მილიონი ტრანსფერებისთვის და ორი სამიზნე
"მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა, დიდი ტრანსფერი განახორციელოს, თუკი, როგორც ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, მადრიდის "რეალი" ზაფხულში ხამეს როდრიგესის გაყიდვას დათანხმდება.

ედ ვუდვორდს კოლუმბიელი სუპერვარსკვლავის გადაბირება სურს, თუმცა იგი არ იქნება ერთადერთი შენაძენი, რადგანაც "იუნაიტედი" კვლავ უნდა დაუბრუნდეს ევროპის წამყვან კლუბთა რიგებს.

The Express-ის თქმით, "იუნაიტედმა" უკვე გამართა მოლაპარაკეკები ფეხბურთელის წარმომადგენლებთან და 24 წლის ხამესს ესპანეთის დედაქალაქიდან გადაბარგება ნამდვილად სურს.

რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობით ხამესი წარმატებულად ასპარეზობდა, მაგრამ "რეალიდან" მისი წასვლის შემდეგ ვეღარ ახერხებს მაღალ დონეზე თამაშს და ფიქრობს, რომ კლუბის გამოცვლა ფორმის აღდგენაში დაეხმარება.

ამავდროულად, the Star-ი იტყობინება, რომ ჟოზე მოურინიოს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა გარდაუვალობაა და ასეთივე გარდაუვალია ისიც, რომ პორტუგალიელი 300 მლნ. ფუნტს მიიღებს ტრანსფერების განსახორციელებლად, რათა "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახადოს.

"ჩელსის" ყოფილ მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგასა და შიდა ჩემპიონატში წარმატების მიღწევა დაევალება.

დაბოლოს, თუ მილანის "ინტერი" ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონის საგზურს ვერ მიიღებს, "იუნაიტედი" 34.9 მლნ. ფუნტად მაურო იკარდის შეძენას ეცდება - Tuttosport.

22 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა და სერია A-ში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 თებერვალი 2016 00:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ მოვა ვან გაალზე ნაკლებ ფეხბურთელებს არც ეს გაუშვებს, ბევრსაც მოიყვანს, მაგრამ მოურინიომაც თუ ლუის ბედი გაიზიარა მილანის დონეზე დავედით და ეგაა areyoukiddingme
0
№2
ავტორი: Iunaitedi
15 თებერვალი 2016 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Ogond xamesa ara ara da ara...
0
№3
ავტორი: Martial
15 თებერვალი 2016 00:42
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ხამესი მაგრად გაასწორებს ))
0
№4
ავტორი: Ueidi
15 თებერვალი 2016 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Xamesas isedac ar gayidian arada dzaan donea. Xamesis magivrad kristian erikseni daitrion klasnia da centraluri mcveli gvinda magrad humelsze kargi kide aravin meguleba mag poziciaze
0
№5
ავტორი: Malboro463
15 თებერვალი 2016 02:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
არ მევასება ჟოზეს სატრანსფერო პოლიტიკა. იყიდის ეხლა საშუალო დონის გუნდების წამყვან ფეხბურთელებს გრანდში ფეხს რომ ვერ იკიდებენ
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
15 თებერვალი 2016 09:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჯერ დანიშნონ მოუ და მერე ვნახოთ ვის იყიდის და ვის არა
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 თებერვალი 2016 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფული კარგია, მაგრამ ჯერ ადრეა ჩემი აზრით იმაზე ლაპარაკი, რომ ვის იყიდის და ვის გაყიდის მოურინიო. ჯერ მოვიდეს და მერე ვნახავთ ყველაფერს.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
15 თებერვალი 2016 10:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იკარდი derpwhy პალასიო მოვიყვანოთ, კარგი ვარცხნილობა აქვს.

ისე, ინტერს ან იოვეტიჩის ან იკარდის გაშვება მოუწევს, ეგრე დიდხანს ვერ გაძლებენ გუნდში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Lee Sharpe
15 თებერვალი 2016 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
300 მილიონი რომ აქვს არ უნდა გაიქნიოს 90 ები და მოიყვანოს ვარსკვლავები მაინცდამაინც, ჭკვიანურად უნდა დახარჯვა ფულს ამას ყველა ვხვდებით, გამტანი ფორვარდი გვჭირდება ლევანდოვსკები,ბენზემები და სუარესები უნდა დავივიწყოთ მაგრამ კავანი ხელმისაწვდომია ნამდვილად, მეორეა მაურინიო თუ მოინდომებს, ახალგაზრდებში იკარდიც კარგი ბიჭია, ასევე მილიკი და ლუკაკუ. კეინი დიდი პროექტის ნაწილია და სულით და გულით სპურსია. მცველს მოიყვანს აუცილებლად მაგრამ ვარანს არავინ გაატანს არარეალურია, ჩელსიში სტოუნსზე ნადირობდა და იმედაი აქაც იგივეს ეცდება ჩემი აზრით ახალგაზრდა ცენტრბექებში საუკეთესოა ამ სეზონში. ბარკიც უნდოდა ჩელშიში და ეგეც ძაან გამეხარდება თუ მოიყვანს , მოვლენაა ეგ ბიჭი და აუცილებლად აქ უნდა ამოყოს თავი თორემ ვინანებთ. ვინგერზე წარმოდგენა არ მაქვს თუ დაჩალიჩდება.
0
№10
ავტორი: Manchester_M
15 თებერვალი 2016 12:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ მინდა მოურინიო :/ გიგზი მირჩევნია მაგის დანიშვნას :/
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top