ჰოლანდიელმა, რომელმაც "იუნაიტედთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სამი ფა თასი და ასოციაციის თასი, არის კლუბ "ზვოლის" ტექნიკური დირექტორი. მაგრამ, მან განაცხადა, რომ სურს, რომელიმე ინგლისური კლუბის მართვა. "მე მსურს ვიყო, რომელიმე ინგლისური კლუბის ნაწილი." – განაცხადა იაპ სტამმა Daily Mail–თან. "ამ დროისთვის არაფერია კონკრეტული, მაგრამ ახლა სწორედ ის დროა, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ რომელიმე კლუბის ხელმძღვანელი გავხდე. განვიხილავ ნებისმიერ ვარიანტს. ამას კი აზრი არ აქვს კლუბი, ჰოლანდიიდან იქნება თუ სხვა რომელიმე ქვეყნიდან. ყველასთვის ცნობილია, რომ მე ყველაზე მეტად ინგლისური ფეხბურთი მიზიდავს."