Daily Mirror: ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში 15 მლნ. ფუნტს მიიღებს ხელფასის სახით და მომდევნო სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი გახდება.
"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელის სახელს დეკემბერში "სტემფორდ ბრიჯის" დატოვებიდან უკავშირებენ "წითელ ეშმაკებს".
მოურინიომ და "იუნაიტედმა" უკვე შეათანხმეს პირადი კონტრაქტი, მწვრთნელს კი გუნდში მადრიდის "ატლეტიკოს" სპორტული დირექტორის, ანდრეა ბერტას გადაბირებაც სურს.
ბერტა ფართოდ არის ცნობილი დიეგო სიმეონესთან ერთად მუშაობით და ედ ვოდვორდს "იუნაიტედის" კომერციულ საქმიანობაში უფრო დაეხმარება, ვიდრე ახალი ფეხბურთელების შეძენაში.