თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2016, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2070,
კომენტარები: 10
გიგზის კანდიდატურას ფერდინანდი გამოეხმაურა
რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ გიგზს მოურინიოსთან შედარებით თავისი უპირატესობა აქვს.
გიგზის კანდიდატურას ფერდინანდი გამოეხმაურა
რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელის როლი რაიან გიგზმა უნდა მოირგოს.

ვან გაალის მდგომარეობა "ოლდ ტრაფორდზე" მყარი აღარ არის მას შემდეგ, რაც გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა და 12 მატჩში მხოლოდ სამი გამარჯვება მოიპოვა, რამაც გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილის მეხუთე ადგილზე ჩამოაქვეითა.

ფერდინანდი კი, რომელმაც 12 წელი გაატარა "ოლდ ტრაფორდზე", ფიქრობს, რომ გიგზი ჰოლანდიელის შეცვლის საუკეთესო კანდიდატია და მოურინიოს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს.

centercenter

"მოკლე ვადისთვის მოურინიო შესაფერისია. მან წარმატებას მიაღწია. იგი გამარჯვებულია, დადასტურებული გამარჯვებული.

მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის გიგზი უკეთესია, რადგან მას კლუბის ფილოსოფია ესმის და მას იცნობს. ვფიქრობ, აქ დიდი როლი ახალგაზრდობამ უნდა ითამაშოს. ახალგაზრდა ფეხბურთელები "მანჩესტერ იუნაიტედში" იმისთვის გადადიან, რომ იციან, შანსს აუცილებლად მიიღებენ და ასეც უნდა გაგრძელდეს. ასე რომ, ვინც არ უნდა მივიდეს, ამას ყურადღება უნდა მიექცეს.

ძალიან მაინტერესებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კლუბი",
- განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.

centercenter

მიუხედავად იმისა, რომ ფერდინანდი გიგზს ახლა მწვრთნელის თანამდებობაზე ხედავს, ყოველთვის ასე არ ფიქრობდა.

"თავიდან არა. არ ვიცოდი, რომ მწვრთნელობა სურდა, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა კარიერის დასასრულს, მით მეტად ინტერესდებოდა სამწვრთნელო საქმიანობით. ასე რომ, მისი კარიერის მიწურულს ვხედავდი, როგორ მონაწილეობდა ამ საქმეში".

წყარო: goal.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 თებერვალი 2016 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი არის ალბათ რაღაც სიმართლის მარცვალი რიოს ნათქვამში, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუცდელია გიგზი და ჩემი აზრით ძალიან სარისკო იქნება მისი მთავარ მწვრთნელად დანიშნვა. კიი გასაგებია, რომ კლუბს ძალიან მაგრად იცნობს, მაგრამ მარტო ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი გახდე.
0
№2
ავტორი: chester
12 თებერვალი 2016 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
Tu gigsi movida chemi azrit gundi fergis filosoofit arsebobas gaagrzelebs ubralod tu gigsma gaamartla 10 an meti weli mwvrneli agar dagvchirdeba axal legendas sheqmnis.. Ai zidanis magaliti.. Mouu? Mxolod gigsis shemdeg tu raini ar dainishna.. Mou mova da ra isee ganvitardeba depay rogorc azari an oscari an januzay.. Daayenebs dacvas gaitans gols da shemoagdebs felains ai mou ubralod.. Marciali januzay memfisi pereira mecodeba..
0
№3
ავტორი: RojoDiablo
12 თებერვალი 2016 11:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: chester
Ai zidanis magaliti.


რეალის ფეხბურთელები რომ გაიყვანო და სულ მწვრთნელის გარეშე ათამაშო დეპორტივოსთან ისედაც მოუგებს, გასვლაზე კიდე ორი თამაში ითამაშა გრანადასთან და ბეტისთან და რომელში ჰგავდა რეალი რეალს? თამაშში გარდატეხის შეტანა რომ შეგიძლია მწვრთნელს, ის მითხარი მწვრთნელი, თორემ რონალდუსთვის გითქვამს, შენ და ისკომ კომბინაციები აკეთეთ და როგორმე გაიტანეთო, მწვრთნელობა არაა. აი მოვა ატლეტიკო, ბარსა და მისთანა თამაშები და ვნახავ რას წარმოადგენს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: mesxi
12 თებერვალი 2016 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
ჩემი აზრით დარჩენილი თამაშები რაიანს უნდა ანდონ. გამოსაცდელად ამაზე კაი ვარიანტი აღარ ექნებათ. ისედაც ჩაგდებულია სეზონი და ღირს რისკის გაწევა. თუ მოურინიოსთან მართლა შეთანხმდნენ. აზრი არააქვს გიგზის დანიშვნას.
0
№5
ავტორი: deqstera
12 თებერვალი 2016 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
გიგზი უნდა გაიჩითოს მწვრთნელად და სქოულზი ასისტენტად, ვინც გუნდს შიგნიდან იცნობენ თავიდან ბოლომდე, ბექემი კი სამწვრთნელო შტაბში არა, მაგრამ გუნდის სტრუქტურაში უნდა დასაქმდეს, როგორც ზიდანი იყო, რადგან ტრანსფერებზე მოლაპარაკებისას მისი ავტორიტეტი ბევრს გადაწყვეტს!!

მეკარეების მწვრთნელად მაგრად მინდა ვან დერ საარი წამოვიყვანოთ აიაქსიდან და რიო(ან ევრა) თუ გაიჩითება სამწვრთნელო შტაბში ძალიან მაგარი იქნება რადგან ახალგაზრდებთან ურთიერთობაში ყოველთვის გამორჩეული იყო და ამას ყოველთვის აღნიშნავდა თავისდროზე რონალდუ და მერე პოგბა!!
0
№6
ავტორი: Iunaitedi
12 თებერვალი 2016 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Roca gigzis danishvnazea saqme me mashinve nevili maxsendeba gamoucdeli wavida valensias mtavar mwvrtnelad da dzalian cudi shedegiaqvs. Me mainc mgonia gigzi verafers izavs aq.
0
№7
ავტორი: Mufc7
12 თებერვალი 2016 13:53
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა ვქნა, მე ვერ ვხედავ გიგზს, როგორც "იუნაიტედის" მომდევნო მწვთნელს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: გაბადაძე
12 თებერვალი 2016 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ციტატა: Gio7
Roca gigzis danishvnazea saqme me mashinve nevili maxsendeba gamoucdeli wavida valensias mtavar mwvrtnelad da dzalian cudi shedegiaqvs. Me mainc mgonia gigzi verafers izavs aq.

თორე გუნდი ხო დახვდა აწყობილი ნევილს.იქ გამოუცდელობამაც თავისი ქნა და გუნდის სისუსტემაც,და ვალენსიაზე მეტი ძლიერი შემადგენლობა უნდა გვყავდეს წესით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№9
ავტორი: GeorgeBest
12 თებერვალი 2016 15:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეც მინდა იუნაიტედის მწვრტნელი გიგზისნაირი ვინმე იყოს, არ იფიქრებს კაცი იამზე რომ სადმე წასვლა მოუნდება, კარგად იცნობს კლუბს და რაღაც მომენტში იმედს იძლევა ამ მხრივ, თუმცა პირადად მე არ მგონია რომ ჯერ მზად იყოს გიგზი
0
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
12 თებერვალი 2016 22:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
გამოცდილება არ აქვს და პირდაპირ მთავარ მწვრთნელად ? არამგონია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top