ჟოზე მოურინიოს სურს, რაფაელ ვარანი "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი პირველი შენაძენი იყოს - იტყობინება The Sun.
"ჩელსის" ყოფილ მწვრთნელს სჯერა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალს მომდევნო სეზონის დასაწყისში შეცვლის და კლუბის ხელმძღვანელობას უკვე განუცხადა, რომ 22 წლის მცველის გადაბირება სურს.
სწორედ მოურინიომ შეიძინა ვარანი "ლანსიდან", როცა მადრიდის "რეალის" მწვრთნელი იყო და ფრანგ ფეხბურთელზე უდიდეს იმედებს ამყარებდა.
2014 წელს მოურინიომ ვარანის შესახებ განაცხადა: "ვფიქრობ, ის მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მცველია. უკვე ვფიქრობ, რომ საუკეთესოა".
center
ვარანი მადრიდულ გრანდში ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას იღებს, "რეალს" კი მისი გაყიდვა არ სურს.